როგორ ვიპოვოთ საზაფხულო სამსახური საზღვარგარეთ - rogor.ge

როგორ ვიპოვოთ საზაფხულო სამსახური საზღვარგარეთ

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა კოლეჯის სტუდენტი, კურსდამთავრებული, ან უბრალოდ კონკრეტულ სფეროში დასაქმებული ადამიანი, რომელიც ეძებს გამოწვევებს, ზაფხულში საზღვარგარეთ მუშაობა შეიძლება იყოს შესანიშნავი გამოცდილება.

გაინტერესებთ, როგორ იპოვოთ საზაფხულო სამუშაო საზღვარგარეთ? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

გაიარეთ კონსულტაცია კარიერულ ექსპერტებთან. თუ სტუდენტი ხართ, მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრს, რომელსაც ექნება შესაბამისი შემოთავაზებები საზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები პროფესორებისგან ან სტუდენტებისგან, რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ ქვეყანაში. დაუკავშირდით და გაარკვიეთ, რისი შეთავაზება შეუძლიათ. თუ თქვენ მუშაობთ ან სტაჟირებას გადიხართ დიდ კომპანიაში, თქვენი ადამიანური რესურსების განყოფილებას შესაძლოა ჰქონდეთ მსგავსი შეთავაზებებიც.

მოძებნე ონლაინ. საზღვარგარეთ საზაფხულო სამუშაოებისთვის უამრავი ონლაინ რესურსები არსებობს. ბევრი კომპანია, რომელიც გთავაზობთ სამუშაოს საზღვარგარეთ, არის სრულიად „ლეგიტიმური“ და გვთავაზობს მითითებებს, სიღრმისეულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, ასევე მათ შეუძლიათ ადგილზე დახმარებაც. თუმცა, მაინც გადაამოწმეთ ისეთ იურიდიულ განყოფილებაში, როგორიცაა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდი, რათა დარწმუნდეთ, რომ არანაირი საჩივარი არ არის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც თქვენ განიხილავთ.

შეამოწმეთ გაცვლითი სტუდენტური პროგრამები. არსებობს ბევრი გაცვლითი პროგრამა. ზოგიერთ მათგანს შეუძლია სამუშაოს შეთავაზება საგანმანათლებლო გამოცდილებასთან ერთად. გადაამოწმეთ იმ ადამიანთა ჯგუფებთან, რომლებიც იმ ქვეყანაში მუშაობენ, სადაც გსურთ გამგზავრება და გაიგეთ თუ რა შესაძლებლობებს გთავაზობენ.

დაუკავშირდით კომპანიებს. საზღვარგარეთ საზაფხულო სამუშაოს პოვნის კიდევ ერთი გზაა უცხოურ კომპანიებთან დაკავშირება. ჰკითხეთ, რა სამუშაოები, ფასიანი სტაჟირება ან თუნდაც არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება შესთავაზონ ადამიანებს საზაფხულოდ. მათ შეიძლება ჰქონდეთ სპეციალური პროექტები, რომლებიც შექმნილია მსგავსი თანამშრომლობისთვის.

დაიწყეთ სამუშაო ხმელეთზე ან ღიაზღვაში. ყველა ვინც კრუიზზეა ნამყოფი, იცის, რომ საკრუიზო გემის თანამშრომლები ბევრ საერთაშორისო პორტს სტუმრობენ. თუ გაინტერესებთ ზაფხულის განმავლობაში სამუშაოდ წასვლა სხვადასხვა ადგილას, დაუკავშირდით საკრუიზო ხაზის HR დეპარტამენტს ან ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს. შეიძლება თქვენ არ გქონდეთ ისეთივე გამოცდილება, როგორიც უცხო ქვეყანაში გარკვეული დროით მცხოვრებს, მაგრამ ფულის გამომუშავების პარალელურად იხილავთ ახალ ადგილებსა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.

ისეთ საიტებზე, როგორიცაა Go Overseas და GoAbroad, დევს ასობით ვაკანსია საზღვარგარეთ სტაჟირებაზე.

ზაფხულში საზღვარგარეთ მუშაობა შეიძლება იყოს გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ ეს გამოცდილება, არ გაუშვათ ხელიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ახლოს გაცნობა.

ევა რუაძე

წყარო: howtodothings.com