როგორ ავირიდოთ თავიდან ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკი
არტერიული წნევა არის ძალა, რომლითაც ადამიანის სისხლი აწვება სისხლძარღვების კედლებს. ეს წნევა დამოკიდებულია სისხლძარღვების წინააღმდეგობაზე და იმაზე, თუ რამდენად მძიმედ უწევს გულს მუშაობა.
შეერთებულ შტატებში ზრდასრულთა თითქმის ნახევარს აქვს მაღალი წნევა, მაგრამ ბევრმა მათგანმა შეიძლება არ იცოდეს ამის შესახებ.
ჰიპერტენზია არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ ფაქტორი, მათ შორის ინსულტის, სტენოკარდიის, გულის უკმარისობისა და ანევრიზმის. არტერიული წნევის მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სტატიაში განხილულია რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ რისკ ფაქტორების შემცირებაში
დაიწყეთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ადამიანმა კვირაში 5 დღე მაინც უნდა ივარჯიშოს. რეკომენდებულია: სიარული, სირბილი, ველოსიპედი, ცურვა.
სტრესის შემცირება
დასვენების რამდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, არის: მედიტაცია, თბილი აბაზანები, იოგა, ხანგრძლივი სეირნობა.
მოერიდეთ ალკოჰოლს და სიგარეტს
მოწევამ ასევე შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა. სიგარეტისთვის თავის დანებება ამცირებს ჰიპერტენზიის, გულის სერიოზული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება: ალკოჰოლის ან თამბაქოს რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.
აკონტროლეთ თქვენი წონა
მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული - ნაკლები ცხიმი
იპერტენზიის რისკს ზრდის:
ასაკი: ჰიპერტენზია უფრო ხშირია 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში
წონა: სიმსუქნე ჰიპერტენზიის მთავარი რისკფაქტორია.
არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა: გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება და ქოლესტერინის მაღალი დონე - ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია
წყარო: mkurnali.ge