როგორ გამოვიყენოთ სახის როლერი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ სახის როლერი

სახის ცნობილი მასაჟორი "ჯეიდ როლერი" - როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის

სოციალურ ქსელში ამ სუპერპოპულარულ სახის "როლერს" აუცილებლად ერთხელ მაინც შეხვდებოდით. ეს პატარა გორგოლაჭიანი მასაჟორი საოცრებებს აკეთებს და ქალბატონების განუყრელი მეგობარია. "როლერის" მსხვილი თავი სახეზე, პატარა თავი კი თვალის ირგვლივ დამასაჟებისთვის გამოიყენება.

მასაჟორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს უფრო მეტ ბზინვარებასა და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. ის ასევე აჩერებს და ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას.

მასაჟორი უხდება თვალის ჩაშავებულ უპეებსაც და თუ ქაღალდის ნიღბების ან თვალის პატჩების მოყვარული ხართ, როლერი დაგეხმარებათ, ნიღაბსა თუ პატჩებში არსებული სითხე უკეთ შეიწოვოს კანმა.

ტყუილია, რომ "როლერი" ახდუნებს სახეს. ის მხოლოდ კანს უხდება.ტყუილია, რომ "როლერმა" შესაძლოა ტოქსინები გამოდევნოს კანიდან.აუცილებელია, "როლერი" ბუნებრივი ქვისგან იყოს დამზადებული. სხვა შემთხვევაში მას შედეგი არ ექნება. ხშირად შეხვდებით კვარცისგან, ამეთვისტოსა და ოფსიდიისგან დამზადებულ "როლერს". ეს ყველა ქვა იდეალური იქნება თქვენი კანისთვის.

მასაჟორი უნდა გამოიყენოთ ყოველდღე. ჯერ წაისვათ ზეთი, შრატი ან დამატენიანებელი და უკვე დატენიანებულ კანზე გადაიტაროთ ის. სულ რამდენიმე წუთიც საკმარისია და ნახავთ, რომ ორ კვირაში საოცარ შედეგს მიიღებთ, კანი გაახალგაზრდავებას დაიწყებს და მას მეტი ელასტიკურობაც ექნება.

"როლერს" უმეტესწილად მაცივარში ინახავენ, რადგან ცივი ქვა უფრო ეფექტურია კანისთვის, თუმცა, თუ სამწვერა ნერვის ანთება ერთხელ მაინც გქონიათ ან მგრძნობიარე ჯირკვლები გაქვთ, ჯობს, რომ "როლერი" ოთახში შეინახოთ.

არ დაგავიწყდეთ "როლერის" გაწმენდა, რადგან მასაჟორი გამოყენების შემდეგ აუცილებლად მიიკრავს ბაქტერიებს. უმჯობესია, გამოყენებამდე სახის დასაბანით ან ტონერით გაწმინდოთ ის და შემდგომ გამოიყენოთ.

ინსტრუქცია, თუ როგორ გამოიყენოთ ის, იხილეთ სურათზე:

roleri1-1652941999.jpg