როგორ ვუმკურნალოთ გამომშრალ და აქერცლილ ნუნებს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ გამომშრალ და აქერცლილ ნუნებს

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, ნუნების დასარბილებლად:

დატენიანება

ნუნების გამოშრობისგან დაცვის საუკეთესო გზა მისი დატენიანებაა. გამოიყენეთ ნუშის ან ციტრუსის ზეთი დილას და საღამოს. დღის მანძილზე კი ხელის კრემი.

წყლით დარბილება

ჩაყავით ხელები თბილ წყალში, რამდენიმე წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ თბილ წყალში შეურიოთ რომელიმე ეთერზეთი. კიდევ ერთი მეთოდი: ერთმანეთს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ორი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და წყალი. ნიღაბი დაიტანეთ თითების გარშემო გამომშრალ კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ნუნების მოჭრა

მშრალი ნუნების მოშორების კიდევ ერთი საშუალება მისი მოჭრაა, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა ღრმად გაიჭრათ, რაც სისხლდენას გამოიწვევს. ჯობს ეს საქმე ფრჩხილის სპეციალისტს მიანდოთ.

ინტენსიური მკურნალობა

მშრალი ნუნების ინტენსიური მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. წაისვით ჩაის ხისა და ალოეს ზეთების ლოსიონი ნუნებზე, ნაზად შეიზილეთ და ძილის წინ გაიკეთეთ ხელთათმანები. ჩაის ხის ზეთი განკურნავს თქვენს დაზიანებულ ნუნებს და თავიდან აგაცილებთ შემდგომ დაზიანებასაც. ალოე კანს გლუვს ხდის და ამასთანავე, კარგად ატენიანებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთიც. 5-10 წუთის განმავლობაში ჩაყავით თითები 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით შეზავებულ წყალში. შემდეგ ხელთათმანების გაკეთებამდე, დიდი რაოდენობის ზეითუნის ზეთი წაისვით. მიზანშეწონილია კვირაში ერთხელ მაინც მოიშოროთ ხელებიდან და ნუნებიდან მკვდარი უჯრედები. ამისათვის შეურიეთ ლიმონის წვენი თანაბარი რაოდენობის ძმარსა და წყალში. გააჩერეთ თითები მასში 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და სკრაბით მოიცილეთ მკვდარი და მშრალი კანი.

მშრალი ნუნები ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორად შერჩეული დიეტით, რაც იწვევს ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში. ნუნების სიმშრალის ყველაზე დიდი მიზეზი C ვიტამინის ნაკლებობაა. ამიტომაც მიიღეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული. დარწმუნდით, რომ იღებთ საკმაროისი რაოდენობის A, E და B კომპლექსის ვიტამინებს. გარდა საკვებისა, მნიშვნელოვანია ვარჯიშიც, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმს თვითდატენიანების საშუალებას აძლევს.