როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია მუშაობისთვის და ცხოვრებისთვის - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია მუშაობისთვის და ცხოვრებისთვის

გთავაზობთ ეტაპებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებულები და მიაღწიოთ დასახულ მიზანს:

შეიცანით საკუთარი თავი კარგად. მხოლოდ თქვენ იცით ზუსტად ვინ ხართ. იცით რაში ხართ კარგი და როგორ შეგიძლიათ რაღაცების გაუმჯობესება. ნაცვლად იმისა, რომ უკმაყოფილო იყოთ იმის გამო, რაც არ გაქვთ, დაუთმეთ დრო და დაფიქრდით იმაზე, თუ როგორი იყავით გასულ კვირებში, თვეებსა და წლებში. გაანალიზეთ მოვლენები, დაფიქრდით, რამ მოგიტანათ სიხარული თუ მწუხარება და ამასთანავე, რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან.

მზად იყავით რისკებისთვის. ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების. თუ გრძნობთ, რომ გჭიდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, განაგრძეთ და აკეთეთ თქვენი მაქსიმუმი. შეიძლება შემდეგ ინანოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი სინანული ამ გამოწვევის შეუსრულებლობა იქნება.

გააუმჯობესეთ თქვენი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარები. კონცენტრირდით იმაზე, რითაც ყველაზე მეტად გამოირჩევით და ეს წარმატებამდე მიგიყვანთ. თუ მართლა გიყვართ და გატაცებული ხართ იმ საქმით, რასაც აკეთებთ, მაშინ საქმეში დაბრკოლებები საერთოდ არ გექნებათ.

ცოდნა ძალაა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისაც სურს წარმატებული იყოს. უწყვეტი განათლების მიღება იძლევა დიდ შედეგებს და უპირატესობას განიჭებთ თქვენს თანამედროვეებს შორის. ფართო თვალსაწიერი და ცოდნა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა თქვენ უნდა შეძლოთ მისი სათანადოდ გამოყენება. თუ თქვენ უბრალოდ ზიხართ ერთ კუთეში, მიუხედავად თქვენი აკადემიური მიღწევებისა, ფუჭად დაკარგავთ შრომას.

აირჩიეთ შესაძლებლობების საუკეთესო ვარიანტი. შესაძლებლობები ზოგჯერ პერსპექტიული, ზოგჯერ დამაბნეველი ან თუნდაც ორივე ერთადაა. ასე რომ, სანამ რამეს გადაწყვეტთ, შეაფასეთ ის თქვენი მიზნების მიხედვით.

ირწმუნეთ და დაამტკიცეთ. გზად ყველანაირ განსაცდელს წააწყდებით. უბრალოდ არ დანებდეთ იმ ბრძოლის შემდეგ, რაც გამოიარეთ. გჯეროდეთ, რომ მიზანს მიაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი შეუძლებელი ჩანდეს. არ მოუსმინოთ თქვენ გარშემო გულდასაწყვეტ სიტყვებსა და კომენტარებს, არ მისცეთ ადამიანებს თქვენი დაცემის საშუალება. თუ დაეცით, - წამოდექით! მიზნის მისაღწევად პატარა მსხვერპლის გაღება - ნორმალურია.

გქონდეთ მიზანი. შეიმუშავეთ დროის გეგმა. როდის გინდათ გახდეთ წარმატებული? მიზნის მიღწევა ერთი წლის შემდეგ გინდათ, თუ ათის? როდესაც განსაზღვრავთ კონკრეტულ დროს, დარწმუნდით, რომ თქვენი მიზანი არის გამოთვლადი და მიღწევადი, ან დააწესეთ საკუთარი კრიტერიუმები. ყოველწლიურად შეაფასეთ, შეძელით თუ არა თქვენი სტანდარტებით წარმატების მიღწევა. შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც მაინც აკლია, მაგრამ თუ კმაყოფილი ხართ ცვლილებებით, ეს იმის ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ.

წყარო: howtodothings.com