როგორ დავამზადოთ ნემსიყლაპიას ორიგინალური კულონი - rogor.ge

როგორ დავამზადოთ ნემსიყლაპიას ორიგინალური კულონი

ის ძალიან მარტივი გასაკეთებელია, თანაც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება.

nemsiylapia2-1652214280.jpg

ნაბიჯი 1: გააკეთეთ პარაკორდის "მძივი"

პარაკორდის თოკის პატარა ნაწილს მოაჭერით ბოლოები და ამოაცალეთ შუაგული. გამოიყენეთ სანთებელა, გააცხელეთ პარაკორდის ბოლოები და გააბრტყელეთ.

mzivi1-1652681498.jpg

შემდეგ, თოკი დაახვიეთ ლოკოკინის ნიჟარის ფორმაზე და სუპერ წებოს საშუალებით დააფიქსირეთ.

ნაბიჯი 2: გააკეთეთ ბევრი პარაკორდის „მძივი“

mzivi2-1652681542.jpg

ყველაზე პატარა „მძივი“ დაამზადეთ 6 სმ-იანი პარაკორდისგან, ყველაზე დიდი კი 12 სმ-ისგან.

ნაბიჯი 3: დაამზადეთ ნემსიყლაპიას ფრთები

ზამშის ნაჭრიდან გამოჭერით 2 ცალი 2 სმ სიგანის და 8 სმ სიგრძის ნაჭერი. მიეცით ფრთების ფორმა და შუაში დააფიქსირეთ სუპერ წებოთი.

mzivi3-1652681575.jpg

გაუკეთეთ პატარა ხვრელი, რომ ძაფი გაეტიოს.

ნაბიჯი 4: მოამზადეთ მავთული

mzivi4-1652681617.jpg

აიღეთ რბილი ალუმინის მავთული, დაახლოებით 15 სმ. სიგრძის. გამოიყენეთ ბრტყელტუჩა, გაუკეთეთ მომრგვალებული მარყუჟი ერთ-ერთ ბოლოში.

ნაბიჯი 5: აწყობა

mzivi5-1652681663.jpg

მავთულზე ააგეთ პარაკორდის მძივები და ფრთები.

ნაბიჯი 6: მავთულის დასრულება

mzivi6-1652681703.jpg

როდესაც მყარად ააცვამთ „მძივებს“ მავთულზე, ბრტყელტუჩის საშუალებით, ზედა „მძივის“ ზედა ნაწილზე მიეცით მარყუჟის ფორმა, რომ „მძვები“ არ დაიშალოს. შემდეგ, გააკეთეთ მავთულის ორმაგი მარყუჟი, რომ ჩამოკიდოთ გულსაკიდი.

ნაბიჯი 7: ჩამოკიდეთ კულონი თასმაზე

შეგიძლიათ გამოიყენოთ ატლასის ზონარი, ზამშის, ან თოკის თასმა. გაუყარეთ ის კულონის მარყუჟში, გაკვანძეთ ბოლოები და სანთებელა გადაატარეთ, რომ არ დაირღვეს.

თქვენი ნემსიყლაპია კულონი მზადაა.

nemsiylapia1-1652214653.jpg

წყარო: instructables.com