როგორ მოვამზადოთ ტარხუნის ღვეზელი
პირველ რიგში მოზილეთ ცომი. ამისთვის თასში ჩაასხით მაწონი, დაამატეთ სოდა, ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი და გაცივებული კარაქი. შემდეგ ამატეთ მცირე ოდენობით გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გამზადებული ცომი მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.
ამასობაში მოამზადეთ ღვეზელის შიგთავსი. დაჭერით ტარხუნა, მწვანე ხახვი, მწვანილები, ნიორი და ზეთიან ტაფაში მსუბუქად მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და სურვილისამებრ დაამატეთ დაღერღილი წითელი წიწაკა. გაცივებულ შიგთავსს შეურიეთ დაჭრილი კვერცხი.