ზუსტად ის რაც მეგობრებთან ერთად გართობაში დაგეხმარებათ! - rogor.ge

ზუსტად ის რაც მეგობრებთან ერთად გართობაში დაგეხმარებათ!

ბეჭედი

 

თამაში რომლის შესახებაც შესაძლოა გსმენია და თუ არა ეს სტატია სწორედაც რომ შენთვისაა. ახლა მოკლედ შევეცდები აღვწერო თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.მოთამაშეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის,თუმცა ვფიქრობ,რაც უფრო მეტი მოთამაშე თამაშობს,ეს პროცესი მით უფრო საინტერესოა მაგ: 6-7 მოთამაშეზე მეტი. ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენც ერთ-ერთი მოთამაშე ხართ.თამაშს იწყებს მოთამაშეებიდან ერთ-ერთი (მაგალითისთვის თქვენ) ხელში გიჭირავთ ბეჭედი,რომელსაც გადასცემთ სხვა მოათამაშეს და ყურში ჩასჩურჩულებთ კითხვას მაგ: ვინ არის ყველაზე ეჭვიანი? მოთამაშე რომელსაც კითხვა დაუსვით,ზუსტად იმას გადასცემს ბეჭედს ვიზეც ფიქრობს რომ მართლაც ეჭვიანია.ისიც ზუსტად იგივეს აკეთებს რაც თქვენ გააკეთეთ,უსვამს კითხვას ამ შემთხვევაში მისი აზრით ყველაზე ეჭვიან მოთამაშეს და ის სხვა მოათამაშეს გადასცემს ბეჭედს.თამაში მანამ გრძელდება სანამ ბეჭედი იმას არ დაუბრუნდება ვინც პირველმა დასვა კითხვა,ამ შემთხვევაში თქვენ. ბეჭედის თვქენთან დაბრუნების შემთხვევაში კი ყველა იტყვის იმ კითხვას რაც ერთმანეთს დაუსვით.პირობას გაძლევთ ამ თამაშს თუ სამეგობრო წრეში ითამაშებთ,რომელიმე მოთამაშეს ან შესძულდებით ან საოცრად შეუყვარდებით,იმედია იხალისებთ.