როგორ დავრეგისტრირდეთ ამერიკის მწვანე ბარათზე - rogor.ge

როგორ დავრეგისტრირდეთ ამერიკის მწვანე ბარათზე

ვის შეუძლია გათამაშებაში მონაწილობა:

 

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველს უნდა გააჩნდეს საშუალო განათლება ან დიპლომი ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილების.
აპლიკაციის შევსების პირობები: ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში მიჰყავს მეორეც. განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი; განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ იქნება შეცდომები აპლიკაციაში, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ასოები: წ, ჩ, ძ, ჯ, ჟ, ყ, შ. თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . საჭირო ინფორმაცია: 1. გვარი, სახელი 2. დაბადების წელი/თვე/რიცხვი 3. დაბადების ადგილი/ ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა. 4. საცხოვრებელი მისამართი, საფოსტო ინდექსი (საფოსტო ინდექსის დადგენა ჩვენც შეგვიძლია). 5. ტელეფონის ნომერი 6. ელ-ფოსტის მისამართი 7. განათლება 8. ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებულთათვის: 1. მეუღლის: გვარი, სახელი 2. დაბადების წელი, თვე, რიცხვი. 3. დაბადების ადგილი / ქალაქი, რეგიონი. ქვეყანა/ 4. ფოტო ელექტრონული 21 წლამდე ასაკის შვილის /შვილების/ : 1. გვარი, სახელი 2. დაბადების წელი, თვე , რიცხვი 3. დაბადების ადგილი/ ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა/ 4. ფოტო ელექტრონული