როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული? - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული?

მოამზადეთ ინგრედიენტები

გარეცხეთ ხორცი, დაჭერით პატარა ნაჭრებად. მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით მსხვილად. ნიორი გაფცქვენით და დაკეპეთ.

ჩაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად

ქვაბის ძირში ჩააწყვეთ ცოტაოდენი დაჭრილი ხორცი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და ნიორი. შემდეგ- ისევ ხორცი და ასე, ფენა-ფენა. ერთმანეთის მონაცვლეობით ჩაყარეთ ხორცი და საკმაზები. ყოველ ფენას მოაყარეთ წიწაკა და მარილი-გემოვნებით.

ტყემალი ან ალუჩა

სულ ბოლოს მოაყარეთ ტყემლის მარცვლები. შეგიძლიათ ახალი ტყემლის მაგიერ, გამოიყენოთ დაკონსერვებული.

ღვინო

მოასხით იმდენი ღვინო, რომ ხორცს არ ფარავდეს და დადგით მოსახარშად ნელ ცეცხლზე. კერძი მზად იქნება, როცა ხორცი მოიხარშება.