როგორ შევცვალოთ არასწორი მამაკაცის შეყვარების ჩვევა? - rogor.ge

როგორ შევცვალოთ არასწორი მამაკაცის შეყვარების ჩვევა?

 

პირველი და ყველაზე მთავარი
ნუ ეძახით ამას სიყვარულს. გამოუტყდით საკუთარ თავს, რომ სიყვარულს ამ დრომდე ნერვოზს ეძახდით. შეცვალეთ ფრაზა "ისევ არასწორი კაცი შემიყვარდა" ფრაზით "ისევ გავები, ისევ დამოკიდებული გავხდი". აღიარეთ, რომ თქვენ როგორც ნარკომანი ეძებთ დოზებს – თქვენი დოზა კი უარყოფითი განცდებია. მას შემდეგ რაც აღიარებთ, 50% წარმატებისა უკვე მიღწეულია.

 

მეორე ეტაპი
აუკრძალეთ საკუთარ თავს გრძნობების აყოლა. ისინი თქვენ გატყუებენ და სიკეთისკენ არ მიყავხართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გინდათ სასწრაფოდ გადაურეკოთ ბიჭს, რომელიც მოგეწონათ, ნუ გააკეთებთ ამას. ეს თქვენ არ გინდათ დარეკვა, თქვენს ნერვოზს უნდა.

 

მესამე ეტაპი
დაიწყეთ იძულებითი ყურადღების მიქცევა სხვა მამაკაცების მიმართ. იმას არ ვამბობთ, რომ რომანი გააბათ საზიზღარ ტიპთან. უბრალოდ შეარჩიეთ ტიპი, რომელიც თქვენი მოდელისგან განსხვავდება. შეხედეთ იმათ, ვისაც ადრე არ უყურებდით. მოძებნეთ კარგი თვისებები მასში, ვისაც ვერ ამჩნევდით. თავიდან მაინც ჩვეულ ტიპებს აირჩევთ, მაგრამ ნელ–ნელა გამოასწორებთ შეცდომას. როგორც კი პირველი კონფლიქტი, პირველი უკმაყოფილება გაჩნდება და მიხვდებით, რომ "რაღაც ისე ვერ არის", მაშინვე გაწყვიტეთ ურთიერთობა. ამ პროცესში თქვენი ლიბიდოც კი შეიცვლება.

 

მთავარი კითხვა: როგორ გავიგოთ, რომ ნორმალურია?
პასუხი მარტივია. როცა მიხვდებით, რომ თქვენ არ განიცდით; დათრგუნული არ ხართ ამ ურთიერთობაში; კომფორტულად ხართ და სასიამოვნოდ, რომ ეს ურთიერთობა არ მოითხოვს თქვენგან ძალისხმევას, თქვენ არ მუშაობთ ამ ურთიერთობაზე და არ ჩნდება პრობლემები, ე.ი. ეს ის არის.