რაგბის წარმოშობის ისტორია - rogor.ge

რაგბის წარმოშობის ისტორია

 

არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ რეგბი დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს ინგლისის ქალაქ რაგბიში, სადაც 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს მოულოდნელად სტაცა ბურთს ხელი და მოწინააღმდეგის კარისკენ გაიქცა. ამ სპორტს ინგლისის ქალაქის რაგბის სახელი შემოჩა. ეს ვერსია დღესდღეობით უარყოფილია, თუმცა რეგბში მთავარ ჯილდოს, მსოფლიო თასს ელისის სახელი შემორჩა. იმ დროს ფეხბურთის თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს რეგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, და საფუძველი დაუდეს ახალ თამაშს რაგბს. 1863 წლამდე ამ თამაშს არ ჰქონდა მყარი წესები, ამიტომ ყოველი თამაშის წინ მოთამაშეები წესებს ადგენდნენ თუ როგორ უნდა ეთამაშათ. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში. 1886 წელს შეიქმნა რეგბის საერთაშორისო საბჭო.