როგორ მოვამზადოთ საცივი?!
მოხარშეთ ქათამი
შეწვით
მოხარშეთ ქათამი
შეწვით
მოხრაკეთ ხახვი
გაატარეთ ნიგოზი და შეანელეთ ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.
დანაყეთ ნიორი დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ.
შეანელეთ ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე. და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!