როგორ გავხადოთ საქაღალდე უხილავი Windows-ში - rogor.ge
როგორ გავხადოთ საქაღალდე უხილავი Windows-ში
პირველი მეთოდი:
ვირჩევთ საქაღალდეს, რომლის დამალვაც გვსურს, ვაკლიკებთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ Properties, შემდეგ კი ვნიშნავთ hidden და ვაჭერთ OK-ს.
პირველი მეთოდის მოქმედებისთვის საჭიროა, რომ Folder Optins-ში მითითებული იყოს უხილავი ფაილების დამალვა. თუ არ იცით, როგორ კეთდება ეს ცვლილება,
მაშინ იხილეთ - როგორ დავმალოთ/გამოვაჩინოთ ფაილები Windows 7-ში.
მეორე მეთოდი:
ვირჩევთ საქაღალდეს, რომლის დამალვაც გვსურს, ვაკლიკებთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ Properties -> Customize, შემდეგ ვაჭერთ Change Icon, ვეძებთ ცარიელ სურათს (მიჰყევით ილუსტრაციას) და ვაჭერთ OK-ს.
ამავე საქაღალდეზე ვაკლიკებთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ Rename. შემდეგ კლავიატურაზე ვაჭერთ ღილაკს Alt ვკრეფთ რიცხვს 0160 ისე, რომ Alt-ს ხელს არ ვუშვებთ. ამის მერე ვუშვებთ ხელს Alt-ს და ვიღებთ ცარიელ წარწერას. მიზანი მიღწეულია, საქაღალდე უხილავი გახდა :)