როგორ ავისრულოთ ოცნება? - rogor.ge

როგორ ავისრულოთ ოცნება?

 

არ გამოიყენოთ სიტყვა "არა"
შეეცადეთ არასოდეს გამოიყენოთ უარყოფითი სიტყვა "არა", იმ დროს, როცა ისეთ პოსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, რომლებიც პირდაპირ მოახდენს გავლენას თქვენი სურვილის ასრულებაზე. მაგალითად თუ სამსახურში დაწინაურებაზე ოცნებოთ. არ თქვათ: "დიდ ხანს არ დავრჩები უბრალო მენეჯერად". პირიქით, თქვით: "ერთი თვის შემდეგ კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დამნიშნავენ" და ა.შ.

 

განსაზღვრეთ დრო
სურვილის ფორმულირებისას შეეცადეთ განსაზღვროთ მისი ასრულების სავარაუდო დრო. მაგალითად: "აპრილში ვიყიდი აგარაკს". უკეთესია, თუ კონკრეტულ რიცხვს დათქვათ. ეს ხერხი მოგცემთ მოქმედებისთვის საჭირო სტიმულს, სამყარო კი შეეცდება შექმნას თქვენთვის საჭირო პირობები ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

 

შექმენით გეგმა
აუცილებლად შექმენით გეგმა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ გექნებათ განსაზღვრული ყოველი მოქმედება, რომელიც მიგაახლოებთ სასურველ მიზანს. რადგან არასწორია იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებაა საკმარისი და შეგიძლიათ უმოქმედოდ ისხდეთ.

 

მოახდინეთ ოცნების ვიზუალიზაცია
დასხედით მოხერხებულ პოზაში და ყურადღება მიაქციეთ თქვენს სუნთქვას. ნელ-ნელა დაიწყეთ წარმოდგენა, რომ თქვენი სურვილი ასრულდა: იმყოფებით თქვენს მანქანაში, ცხოვრობთ ახალ სახლში, ისვენებთ სასურველ კურორტზე, იხდით ქორწილს საყვარელ ადამიანთან და ა.შ. შეეცადეთ შეიგრძნოთ ყოველივე: მანქანის სავარძელი, ავეჯი თქვენს სახლში, ქვიშა და თბილი მზე კურორტზე, საყვარელი ადამიანის კოცნა ქორწილში და ა.შ. იგრძენით სურნელი, რომელიც თქვენს ოცნებასთან ასოცირდება. ჩართეთ მუსიკა ან ხმები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სურვილთან. შეეცადეთ მთლიანად ჩაეფლოთ ოცნებაში, რომელსაც მოცემული მომენტისთვის რეალურად შეიგრძნობთ. ნელ-ნელა გამოდით ამ მდგომარეობიდან და შეინახეთ თქვენში ის შეგრძნებები და გრძნობები, რომლებიც ამ ოცნებაში მოგზაურობამ გაგიჩინათ და გაიხსენეთ ისინი ყოველდღიურად, რათა გახსოდეთ, რისთვის დგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს.