როგორ ამოვიცნოთ უშვილობა? მიზეზები და ფაქტორები
პირველადი უშვილობა
მეორადი უშვილობა
პირველადი უშვილობა
მეორადი უშვილობა
აბსოლუტური უნაყოფობა
ნებაყოფლობითი უნაყოფობა ნებაყოფლობითი უნაყოფობას კონტრაცეპტული მეთოდები იწვევს, რითიც ქალები არასასურველ ფეხმძიმობას იცილებენ თავიდან. დროებითი უშვილობის დროს კი სასქესო ორგანოები ოდნავ შესუსტებულია, რაც შეიძლება კვების ღარიბი რაციონით, დიეტით, სტრესით ან სხვა უარყოფითი ფაქტორებით იყოს გამოწვეული.
ქალებში უნაყოფობის მთავარი ფაქტორებია: პათოლოგიური ცვლილებები და მილების გამტარიანობის მოშლა; ენდოკრინული ფაქტორები - ჰორმონალური ბალანსის მოშლა; ზოგადად, სისტემური დაავადებები; საშვილოსნოს დეფექტები; საშვილოსნოს ყელის სტრუქტურა და ცვლილებები, რაც სპერმის მოძრაობას შეიძლება უშლიდეს ხელს.
დაორსულებას, აგრეთვე, ხელს უშლის: ენდოკრინული ჯირკვლების (საკვერცხე, ფარისებრი, ჰიპოფიზის) მოუმწიფებლობა; ანთებითი დაავადებები სასქესო ორგანოებში; ცუდი კვება; ასაკი (რაც უფრო გვიან გადაწყვეტს ქალი დაორსულებას, შანსები კლებულობს);