როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი? - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი?

ტრიქომონიაზის სიმპტომები ქალებში გარეთ სასქესო ორგანოების წვა და ქავილი; ვაგინალური გამონადენი (ყვითელი ფერი, ზოგჯერ უსიამოვნო სუნით); ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს; ტკივილი შარდვისას; ჩირქოვანი გამონადენი.

ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში როგორც წესი, მამაკაცებში ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს ტკივილი შარდვის დროს და გამონადენი. ტრიქომონიაზი იწვევს ანთებას და შეშუპებას. იშვიათი გართულებები კი ქალებში - ცისტიტს ან ბართოლინს იწვევს. მამაკაცებში ხშირია ამ დაავადების გართულება პროსტატიტის სახით.

დიაგნოსტიკა დაავადების დიაგნოსტირებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოზის დასმა ხდება ნაცხის ანალიზით, რომელსაც აკვირდებიან მიკროსკოპით. გასინჯვის შედეგად ზოგჯერ საშოს კედლებზე აღინიშნება მოწითალო დაწყლულებული ადგილები.

გავრცელება ტრიქომონიაზი ვრცელდება მხოლოდ სქესობრივი აქტით. ამიტომ, მისი პრევენცია პრეზერვატივით შეგიძლიათ. ინფიცირება ხშირად წყვილს შორის ერთდროულად ხდება. ნებისმიერი გენიტალური სიმპტომის (გამონადენი, წვის შეგრძნება, ქავილი და ა.შ.) აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. აუცილებელია რომ მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყოს.