როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დაძინებას?
ამოიცანით ნიშნები, რომლებიც გატყობინებენ, რომ თქვენი პატარა დაიღალა
განუვითარეთ დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება
ამოიცანით ნიშნები, რომლებიც გატყობინებენ, რომ თქვენი პატარა დაიღალა
განუვითარეთ დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება
მიეცით შანსი, დამოუკიდებლად დაიძინოს
მნიშვნელოვანია დაძინებისთვის მომზადებაც: თუ პირველი 8 თვის განმავლობაში ძილის წინ სისტემატურად აჭმევთ ან დაარწევთ, დროთა განმავლობაში ამ მოქმედებებით ძილის რეფლექსს გამოიმუშავებს. ზოგიერთი ექსპერტი ძილის წინ კვებას და დარწევას ეწინააღმდეგება, თუმცა, თავად განსაზღვრეთ, რა სახის რუტინას მიმართავთ, თქვენს პატარას ძილის დროის მოახლოების ნიშანი რომ მისცეთ.
რა სახის ძილის პრობლემები ექმნებათ 0-3 თვის ჩვილებს? ამ ასაკში კონკრეტული პრობლემების დადგენა რთულია. სავარაუდოდ, როგორც თქვენ, ასევე თქვენი პატარა, ინდივიდუალურ რეჟიმს შეიმუშავებთ. ფაქტია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში, ღამე ხშირად გაიღვიძებს და ჭამას, ან ხელში აყვანას მოგთხოვთ. ასე რომ, სასურველია, როგორც კი ჩათვლემს, დაძინება თქვენც სცადოთ. პირველ კვირებში ჩვილის დაძინების ერთ-ერთი მეთოდი ზეწარში კარგად გახვევაც შეიძლება იყოს.