როგორ შევამციროთ კიბოთი დაავადების რისკი - rogor.ge

როგორ შევამციროთ კიბოთი დაავადების რისკი

 

არ მოწიოთ და ეცადეთ არ გახდეთ პასიური მწეველი.
სიგარეტი ფილტვების კიბოს წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე მასტიმულირებელი ფაქტორია. სიგარეტი, აგრეთვე, ზრდის ენის, ყელის, შარდის ბუშტის კიბოს გაჩენის რისკს. მოწევისთვის თავის დანებების უამრავი საშუალება არსებობს - მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ მწეველი არ ხართ, მაქსიმალურად მოერიდეთ მწეველთა საზოგადოებაში მოხვედრას. კვამლი ისევე აზიანებს პასიური მწეველის ფილტვებს, როგორც ჩვეულებრივ, აქტიური მწეველისას.

 

აკონტროლეთ წონა
დიაბეტი, ართრიტი, წნევა, გულის დაავადებები... ყველამ იცის რომ ეს დაავადებები შეიძლება სიმსუქნემ გამოიწვიოს. ჭარბი წონა კი სიმსივნესთანაცაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს მკერდის, ღვიძლის, პროსტატის, სისხლის და ა.შ. თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი 40 ან მეტია, კიბოთი დაავადების რისკი 57%-ით იზრდება.

 

ივარჯიშეთ
რეგულარული ფიზიკური აქტივობა მკერდის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს ამცირებს. ბოლომდე ცნობილი არაა, რატომაა ფიზიკური აქტივობა მკერდის კიბოსთან დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ამის მიზეზი ვარჯიშისას ორგანიზმში ცხიმის წვა იყოს, რაც ესტროგენის დონეს ამცირებს. ესტროგენი კი, როგორც იცით, კიბოს უჯრედების წარმოქმნის ერთ-ერთი სტიმულატორია. საუკეთესო გამოსავალი ფიზიკური დატვირთვაა. კიბოს რისკის შესამცირებლად აუცილებელი არაა სპორტდარბაზში იაროთ. ამისთვის ცოტა მეტი ფეხით სიარულიც საკმარისია.

 

ნაკლები ალკოჰოლი
დღის განმავლობაში ორ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლური სასმელის მიღება ყელის, პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლის და მკერდის სიმსივნის ალბათობას ზრდის. თუმცა, მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა და გულის დაავადებების პრევენციისთვის გამოიყენება.

 

მიიღეთ მულტივიტამინების და მინერალების დღიური დოზა
ვიტამინები კიბოსგან სასწაულებრივად ვერ დაგვიცავენ. თუმცა, მათი მიღება ერთ-ერთი გზაა კიბოს საწინააღმდეგო უჯრედების წარმოქმნის ხელშესაწყობად. ზომერების დაცვა აქაც საჭიროა. გადამეტებულმა ვიტამინებმა შეიძლება პრობლემებიც გამოიწვიოს. მაგალითად, ვიტამინი B6 ნერვების დაზიანებას იწვევს. ვიტამინი C-ს დიდმა დოზამ კი შეიძლება დიარეა დაგმართოთ. ვიტამინი D -ს გადაჭარბებული მიღება ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ვიტამინების მიღებამდე აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია.

 

დალიეთ მწვანე ჩაი
ხილის და ბოსტნეულის გარდა მწვანე ჩაიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მისი მირთმევით რამდენიმე ტიპის კიბოს პრევენციას ახდენთ. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 1000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე ქალების 47%-ს მკერდის კიბო ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელ ქალებთან შედარებით ისინი გაცილებით მცირე რაოდენობით სვამდნენ მწვანე ჩაის. მწვანე ჩაი, აგრეთვე, დაკავშირებულია საყლაპავი მილის, პანკრეასის და ნაწლავის სიმსივნესთან.

 

შეამცირეთ პესტიციდების მოხმარება.
უკვე ყველასთვის ცნობილია რომ პესტიციდები კიბოს სტიმულაციას ახდენენ. მათი გამოყენებით შეიძლება ბავშვებიც კი დაავადდნენ სახლში ან ბაღში ყოფნისას. ასეთ პირობებში ბავშვებში ლეიკემიით დააავდების რისკი ძალიან მაღალია.

 

მოერიდეთ რენტგენის სხივებს
გამოსხივება რამდენიმე სახის კიბოს რისკს ზრდის. თუ არ არის აუცილებელი, რენტგენს ნუ გადაიღებთ. ეს პროცედურა განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ბავშვებზე. თუ პროცედურა გარდაუვალია, დარწმუნდით რომ კლინიკაში ნამდვილად კარგი აპარატურაა და რენტგენის გადაღება ძლიერი დასხივების საშუალებით არ ხდება.

 

შეზღუდეთ მარილიანი, მჟავე და შებოლილი საკვები
ასეთი საკვები კუჭის კიბოს რისკს ზრდის. ამ პროდუქტების იშვიათად მიღება, ცხადია, არაფერს გავნებთ. თუმცა, უმჯობესია, თქვენს კვებით რაციონში ძირითადად ცოცხალი და სასარგებლო პროდუქტებს თუ შეიტანთ. მოერიდეთ გაზს, რომელსაც სუნი არ გააჩნია მისით მოწამვლის შემთხვევები ძალიან ხშირია. მნიშვნელოვანია რომ სახლში გქონდეთ კარგი ვენტილაცია და მინიმუმამდე შეამციროთ გაზის გაჟონვის ალბათობა. ბუნებრივი აირი ფილტვების კიბოს გამომწვევ ფაქტორებს შორის სიგარეტის შემდეგ მეორე ადგილზეა.