როგორ შევიღებოთ თმა: შემოდგომის 10 ყველაზე პოპულარული ტრენდი
ღია - ქერა ბელაიაჟი
ძალიან ბუნებრივი ეფექტი აქვს, როდესაც თმა ნატურალურად, მზეზე ოდნავ გახუნებულად გამოიყურება. იდეალური ვარიანტია ქერათმიანი გოგოებისთვის, რომლებიც მზად არიან ფერი ყოველ ორ კვირაში ერთხელ განაახლონ.
თაფლისფერი
პრინციპში, თბილი ფერებიდან ეს ერთადერთია, რომელიც აქტუალურია შემოდგომის სეზონზე. თაფლისფერი ჯანსაღ და ბუნებრივ ეფექტს სძენს თქვენს თმას, ამიტომ თამამად შეგიძლიათ სცადოთ.
თუ პლატინის ქერა ფრად გადაწყვიტეთ თმის შეღებვა, შეეცადეთ მიიღოთ მრავალმხრივი ფერი, თმის ძირების მუქ ფრად შეღებვით, ეს ძალიან მოდურია.
პრინციპში ეს უკვე აღარ არის ქერა, უფრო ღია ყავისფერსა და ვარდისფერს შორის შუალედური ვარიანტია. როგორც არ უნდა იყოს, "მარწყვისფერი" ჩრდილი, არაჩვეულებრივად პოპულარულია, ამიტომ მოასწარით და შეიღებეთ ამ სეზონზე.
ბრწყინვალე ოქრო, ძალიან ეფექტურია. შეიღებეთ კალიფორნიული ტექნიკით, რათა თმის ლოკონები მზეზე გახუნებულ ეფექტს ქმნიდეს.
კიდევ ერთი ტონი, რომელიც შემოდგომით იქნება მოდაში - ღია, ან როგორც მეორენაირად ეძახიან, თეთრი თაფლი. საკმაოდ რთული ფერია - რაღაც საშუალო ცივ და თბილ ქერას შორის.
თითქმის თეთრი ქერა - ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია. მაგრამ გაითვალისწინეთ, ამ ფერის შენარჩუნებას მხოლოდ ტონირებული შამპუნებით შეძლებთ.
სუპერმოდურია - ნაცრისფერი ომბრე, რომელიც გადადის რამდენიმე ვერცხლისფერ ჩრდილში.
წარმოუდგენელი იდეაა - გაიკეთეთ მელირება რამდენიმე პასტელისფერი ჩრდილით პლატინის ქერას საფუძველზე.
კიდევ ერთი ფანტაზია პლატინის ქერას თემაზე - ეს რთული ფერია, რადგან ასევე მელირებას გულისხმობს შედარებით მუქი და ღია ჩრდილებით.