როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს პირველივე წუთებიდან? - rogor.ge

როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს პირველივე წუთებიდან?

 

უყურეთ თვალებში
ურთიერთობას დიდ წილად არავერბალური კავშირი შეადგენს, ამიტომ პირდაპირი და ღია მზერა თვალებში, საშუალებას მოგცემთ თავიდანვე დადებითად განაწყოთ ახალი ნაცნობი თქვენს მიმართ. ასეთი მზერა ნდობისა და გულწრფელობის უნივერსალური სიგნალია. საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული რომ არ გამოჩნდეთ, დრო და დრო მზერა გადაიტანეთ სხვა მიმართულებისკენ.

 

გულწრფელად გაიღიმეთ
ახალი ადამიანების გაცნობა უფრო გაგიმარტივდებათ, თუ ყოველ შეხვედრას გულწრფელ ღიმილს დაურთავთ თან. სხვა ადამიანების მიმართ სიმპათია, როგორც წესი, მაშინ ჩნდება, თუ ისინი დადებით გრძნობებსა და ემოციებს აღძრავენ.

 

გახსოვდეთ მისალმება
შემთხვევითი ფრაზით დაწყებულმა საუბარმა შეიძლება ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს. ამიტომ უკეთესია თუ თანამოსაუბრეს თავდაპირველად მიესალმებით და გაეცნობით. ასევე ნუ შეგეშინდებათ პირველი მიესალმოთ უცხო ადამიანებს. ეს ყველაზე მაარტივი კომპონენტია წარმატებული ნაცნობობისა.

 

ღიაობისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტირება
ჩვენი სხეული ბევრ რამეზე ლაპარაკობს. ამიტომ ის უნდა გამოიყენოთ, რათა მომენტალურად მოახდინოთ საჭირო შთაბეჭდილება. სიგნალები, რომლებიც ახდენს ღიაობის დემონსტრირებას და სანდოობის ატმოსფეროს ქმნის არის: მოდუნებული პოზა, გამართული წელი, აწეული თავი, ჩამოშვებული ხელები.

 

გამოიჩინეთ ინტერესი
გულწრფელი ინტერესის დემონსტრირებაში ადამიანის მიმართ დაგეხმარებათ სხეულის ენა. ოდნავ გადაიხარეთ თანამოსაუბრეს მიმართ, როცა ის ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, რომ ის ერთადერთი ადამიანია ოთახში ამ მომენტში, და თქვენი ინტერესი გაორმაგდება.

 

ყურადღებით უსმინეთ
გაცნობის დროს კლასიკური შეცდომაა დაუსრულებელი საუბარი საკუთარ თავზე. ადამიანებს მოწონთ ისინი, ვინც მათ მიმართ ყურადღებას გამოხატავენ. მიეცით თანამოსაუბრეს საშუალება რაიმე გიამბოთ. დაუსვით რამდენიმე კითხვა ჰობისა და გატაცებების შესახებ და აქტიურად უსმინეთ.

 

მეტი პოზიტივი
ემოციები გადამდებია, ამიტომ ადამიანები იმათკენ მიიწევენ, ვინც სამყაროს აფერადებს. თუ გინდათ რომ თანამოსაუბრეს თავი მოაწონოთ, უარი თქვით წუწუნსა და ნეგატიურ გამონათქვამებზე. ამგვარად ახალი ნაცნობი დაიმახსოვრებს ჩვენს პოზიტიურ განწყობას და კიდევ მოისურვებს ჩვენთან ურთიერთობას.