როგორ დავალაგოთ ტანსაცმელი? - ნივთების ორგანიზების რევოლუციური მეთოდი - rogor.ge

როგორ დავალაგოთ ტანსაცმელი? - ნივთების ორგანიზების რევოლუციური მეთოდი

 

ვყოფთ მთელს ტანსაცმელს კატეგორიებად
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მთელი ტანსაცმელი უნდა დაყოთ კატეგორიებად. ერთ თაროზე, ან ყუთში არ არის შორტებისა და მაისურების ადგილი. ერთი ყუთი განსაზღვრეთ ერთ კატეგორიაზე.

 

ყველა ტანსაცმელს ვკეცავთ კვადრატებად
მერი კონდოს აქვს სექმა, როგორ უნდა დაკეცოთ სხვადასხვა კატეგორიის ტანსაცმელი - მაისური, სვიტერი, შორტი, ლეგინსები, ბიუსტჰალტერები, წინდები და ა.შ. თავდაპირველად ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ვიდეოებისა და ნახატების საშუალებით ყველაფერში გაერკვევით. ყოველი ნივთი იკეცება კვადრატულად.

 

ვაწყობთ კვადრატებს მწკრივად
კვადრატულად დაკეცილი ტანსაცმელი ეწყობა მწკრივად, როგორც ფაილები და ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში. როდესაც ასე დალაგებულ ტანსაცმელს ზევიდან უყურებთ, უფრო მარტივად ათვალიერებთ მათ, შესაბამისად ადვილად პოულობთ სასურველ ნივთს და აღარ გიწევთ მათი არევ-დარევა.

 

უფრო მცირე ტანსაცმელს ვახვევთ
მცირე ზომის ტანსაცმელი შეგიძლიათ დაახვიოთ ისე, როგორც იაპონური სუში, ეს დაგაზოგინებთ მეტ ადგილს. ამგვარად შეგიძლიათ შეინახოთ კაშნეები, თავშლები, ტრუსები და წინდები.