როგორ ვატაროთ მოდურად დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი?
ბაიკერის გოგონა
მარტივი ყოველდღიურობა
ბაიკერის გოგონა
მარტივი ყოველდღიურობა
საზღვაო სტილი
პლატფორმა პლატფორმა განაგრძობს მოდურ ექსპანსიას. იმისათვის, რომ ასეთი ფეხსაცმლით არ გამოიყურებოდეთ ზედმეტად უხეშად, ის ქალურ, ლაკონურ კაბასთან ერთად ატარეთ.
კომბინიზონი იმისთვის, რომ აქტუალური ჯინსის კომბინიზონი არ გამოიყურებოდეს მოსაწყენად, ატარეთ ის მოჭრილ სახელოებიან მოდურ მაისურთან და სლიპერებთან ერთად.
სანდლები და ზაფხული აქტუალური უხეში სანდლები პლატფორმაზე საინტერესოდ შეიძლება შეუთავსოთ, როგორც სამსახურის, ისე საღამოს ჩაცმულობას. ჩაიცვით ის მარტივ ქვედაბოლოსთან და მაისურთან ერთად.
სამხედრო სტილი სამხედრო სტილიც შეიძლება იყოს ქალური. ამისათვის საკმარისია ითამაშოთ კონტრასტებზე და სამხედრო სტილის კაბას ან კომბინიზონს უხეში ბატინკები დაუმატოთ.
თეთრი Total white look — საუკეთესო იდეაა საზაფხულოდ. იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გამოიყურებოდეთ, ფეხზე თეთრი კედები ჩაიცვით.
ახალი კლასიკა კლასიკური მიდი ქვედაბოლოს, მარტივი ტოპისა და ჟაკეტის კომბინაციას დაუმატეთ კედები.
მეტალიკი და დენიმი მეტალიზებული ფეხსაცმელი - საუკეთესო არჩევანია თქვენთვის, თუ მინიმალისტურ სტილს ირჩევთ და ჯინსების და მარტივი მაისურების ტარება გიყვართ.