როგორ დავლიოთ წყალი სწორად, რომ წონაში დავიკლოთ? - rogor.ge

როგორ დავლიოთ წყალი სწორად, რომ წონაში დავიკლოთ?

წყალი უნდა მიიღოთ დილიდან. ძილის დროს ადამიანი ოფლიანობს, სუნთქავს. აქედან გამომდინარე, ის კარგავს წყლის მარაგს. მას კი დილიდანვე შევსება სჭირდება, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ნუ დაგავიწყდებათ დილით 1-2 ჭიქა წყლის დალევა.

ჭამის დროს წყლის დალევა არ ღირს. უმჯობესია, ოთახის ტემპერატურის წყალი ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღოთ. ასე საყლაპავი საკვების მიღებისთვის მომზადდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გააქტიურდება და საერთოდაც, უფრო ნაკლებს შეჭამთ. საჭმელიც მარტივად გადამუშავდება და ნაკლებ კალორიასაც მიიღებთ.

ნუ დალევთ წყალს ჭამის დასრულებისთანავე. ამან შეიძლება თქვენი კუჭი გადატვირთოს. სასურველია, საკვების მიღებას შორის დროის თანაბარი, საშუალო ინტერვალი აიღოთ.

აუცილებლად მიიღეთ წყალი საკვების მიღებებს შორის! ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან ყავა. შემდეგ კი აუცილებლად დალიეთ წყალი. შეეცადეთ, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს რომ სურვილის გაჩენისთანავე შეგეძლოთ მისი დაკმაყოფილება. ასე დეჰიდრატაციას გამორიცხავთ.

ადამიანებს ხშირად უნდებათ "რაღაც" და ამ მოთხოვნილებას "სასუსნავით" იკმაყოფილებენ. არა და, უმეტესად, ეს "რაღაც" წყალია, რომელსაც ორგანიზმი გამუდმებით საჭიროებს. ასეთ დროს დალიეთ წყალი და 10 წუთი დაელოდეთ. შესაძლებელია, ეს შეგრძნება საერთოდ გაქრეს.

ნუ დალევთ წყალს გვიან ღამით. სასმელი წყალი არა უგვიანეს 6-7 საათამდე მიიღეთ. რა თქმა უნდა, ის აკრძალული არაა, თუმცა, ეს ღამით აუცილებლად დაგიფრთხობთ ძილს და დილით შეიძლება თვალის უპეები შეგისივდეთ.

ნუ დალევთ წყალს ერთიანად ფიზიკური აქტივობის შემდეგ. თუ წყლის დალევა გსურთ, მიიღეთ ის თან და თან, მცირე ულუფებით. ასე თავიდან აიცილებთ დაღლილობას, დეჰიდრატაციას, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.

წყალი ორგანიზმს ზამთარშიც ისევე სჭირდება, როგორც ზაფხულში. ასე რომ, ნურასდროს დატოვებთ ამ საკითს უყურადღებოდ. წყლის მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი კანის, თმის და შინაგანი ორგანოებისთვის.