როგორ ვითამაშოთ Pokemon Go? - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ Pokemon Go?

 

რეგისტრაციისას გეიმერს შეუძლია სამიდან ერთი პოკემონის არჩევა, მაგრამ ეშმაკობით შეიძლება ერთ-ერთი მთავარი გმირის პიკაჩუს გამოკრათ ხელი.

 

ამის შემდეგ გეიმერმა უბრალოდ უნდა დაიჭიროს პოკემონები თავის გარშემო ტერიტორიებზე, სულ 250 სახეობა. ისინი სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან: წყლის, ცეცხლის, ქვის, შხამიანი და სხვა. ყველა სახეობას თავის მისია და საცხოვრებელი ადგილი აქვს.

 

Pokemon Go-ს აქვს თავისი სიმბოლოები. თამაშში შესვლისას ხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოცვენილი ფოთლებივით ტრიალებს ადგილზე. სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილზე იქნება პოკემონი დამალული.

 

შემდეგი სიმბოლო წარმოადგენს რომბს-პოკისტოპს, რომელშიც თქვენ პოკიბოლებს და პოკემონების კვერცხებს იპოვნით. პოკიბოლი პოკემონების დასაჭერი იარაღია, რომლის გარეშეც, თავისთავად, ცხოველებს ვერ დაიჭერთ. როგორ იყენებთ პოკიბოლს? ესვრით მას ცხოველს და ელოდებით. რამდენიმე წამი და ის უკვე დაჭერილია. პოკისტოპებს ხალხმრავალ ადგილებში შეხვდებით.

 

ასევე შეგხვდებათ სპორტდარბაზი, რომელიც პოკემონების ვარჯიშისთვისაა განკუთვნილი. მათში ცხოველების სავარჯიშოდ თქვენ მეხუთე დონე გჭირდებათ. რაც უფრო გააძლიერებთ პოკემონს, მით უფრო ძლიერი ხდებით თქვენც და ბრძოლებიც უფრო წარმატებულად ჩაივლის.

 

ვინ არის თქვენი მოწინააღმდეგე? აქაც მარტივია პასუხი - სხვა პოკემონები, ანუ სხვა მომხმარებლები. თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი ყველაზე ძლიერი ცხოველი და დაიწყოთ ბრძოლა მოწინააღმეგესთან. ყოველი ბრძოლის შემდეგ თქვენმა პოკემონმა უნდა დაისვენოს. თქვენ მისთვის გასაგრილებელი სასმელები უნდა იპოვოთ და დაალევინოთ.

 

კარგი ის არის, რომ პოკემონები მხოლოდ ქალაქებში არ ბინადრობენ. მისი დაჭერა აგარაკზეც შეგიძლიათ. ამბობენ, რომ თბილისში ყველაზე მეტი პოკემონი ორთაჭალაში ბინადრობს.