როგორ ვითარდება ბავშვი? განვითარების ცხრილი
1 თვე მიაქვს ხელი თვალებთან და პირთან. თავს ამოძრავებს აქეთ-იქით მუცელზე წოლის დროს. აკვირდება ობიექტს, რომელიც გარშემო გადაადგილდება 15 სანტიმეტრის დაშორებით სახიდან. რეაგირებს ხმაურზე, ამა თუ იმ საშუალებით: დაფრთხობით, ტირილით, გაყუჩებით შეუძლია იმ გვერდზე მიტრიალება, საიდანაც ხმა ესმის აფიქსირებს მზერას ადამიანის სახეზე
3 თვე მუცელზე წოლის დროს თავს სწევს 45, ხანდახან 90 გრადუსზე კუმავს და უშვებს მუჭას თუ ისე დაიჭერთ, რომ ფეხებით ბრტყელ ზედაპირს შეეხოს, შეუძლია დაეყრდნოს ფეხებს ცდილობს მიწვდეს და იჭერს საწოლის თავზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს აკვირდება ობიექტს, რომელიც მის თავთან გადაადგილდება აკვირდება სახეებს დედის ხმის გაგონებაზე იღიმება იწყებს ისეთი ხმების გამოცემას, რომელიც საუბარს გავს