საგანგებო სიტუაციების არსი და სახეობები
როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს
თუ ცეცხლის ჩაქრობა ხელთ არსებული ხელსაწყოებით შეუძლებელია მაშინ სასწრაფოდ დატოვეტ შენობა.
ხანძრის შესახებ შეატყობინეთ მეზობლებს.
არ ისარგებლოთ ლიფტით.
თუ ცეცხლი კარამდე არ გიშვებთ, დაკეტეთ დანარჩენი კარ-ფანჯარა, კარის ღრიჭოებში ჩაუფინეთ სველი ქსოვილი. შეძლებისდაგვარად მოიმარაგეთ წყალი. დაასხით იატაკს და კარს.
ეცადეთ ყვირილით მიიქციოთ მეზობლების და გამვლელების ყურადება.
თუ ოთახი კვამლით ივსება, სველი ქსოვილი აიფარეთ სასუნთქ ორგანოებზე და ხოხვით გაემართეთ კარისკენ( დაბლა ნაკლები კვამლია).
თუ საჭირო გახდა ადამიანების ხანძრის ზონიდან ევაკუაცია, უსიტყვოდ დაემორჩილეთ მეხანძრეების მითითებებს.
ევაკუაციის პტოცესში, ღია ცეცხლის უბნებზე გავლისას, აუცილებელია სწრაფად მოიხუროთ სველი ქსოვილი ან გადაისხით წყალი...