როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

 

საჭიროა ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. ბოსტნეული და ხილი არის ჯანმრთელი კვების მნიშვნელოვანი კომპონენტი. მათი, შესაბამისი რაოდენობით, ყოველდღიური მოხმარების წყალობით შესაძლებელია ბევრი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით ზრდასრული ადამიანი დღეში უნდა იკვებოს მინიმუმ 400 გრ ხილ-ბოსტნეულით (კარტოფილისა და სხვა სახამებლის მქონე პროდუქტების გამორიცხვით)

 

აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. ხშირად დაიბანეთ ხელები, ჰიგიენა არის პირველხარისხოვანი ზომა ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ჯანდაცვისსაერთაშორისოორგანიზაცია გვირჩევს ხელების საპნითა და წყლით საგულდაგულოდ დაბანვა და გაშრობას. იმ შემთხვევაში თუ წყალთან და საპონთანწვდომა არ გაქვთ, საჭიროებისას შეგიძლიათ გაიწმინდოთ ხელები სპირტზე დამზადებული საშუალებებით. საპონი და სპირტიანი ანტისეფტიკი ერთდროულად არ გამოიყენება.

 

აუცილებელია ოთახების ხშირი განიავება - ვენტილაცია. შენობის ჰაერის მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის,მრავალი სახის გვხვდებიან: ყვავილების მტვრი, მცენარეების სპორები, ბაქტრერიის სხვადასხვა სახეობებით, სოკოებით, წყალმცენარეებით და ზოგიერთი უმარტივესებით დამთავრებული, როგორც გარედან შემოჭრილი, ასევე ადგილობრივი წარმოშობის. მათ მიეკუთვნება ასევე მიკროორგანიზმების და ალერგენების ფართო სპექტრი, რომლებიც გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს.

 

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას მოვერიდოთ საზოგადოებრივ ადგილებსა და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.