როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს
მანამ სანამ უშუალოდ ოსტეოქონდროზის მკურნალობაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ჩივილების მიზეზი სწორად ეგ პრობლემაა. მას აქვს შემდეგი ნიშნები: კისრის ტკივილი, რომელიც გადადის კბილებზეც; ხშირი თავის ტკივილები; გულის რევა და თავბრუს ხვევა; სისუსტე; დათრგუნული მდგომარეობა; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩამოთვლილი სიმპტომები თითქმის ერთად იჩენს თავს. თქვენ თუ ხშირად გტკივათ თავი, არ ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემალი აუცილებლად საფრთხეშია. აქედან გამომდინარე, არ გესაჭიროებათ ოსტეოქონდროზის სახლის პირობებში მკურნალობა.
თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობლებს აწუხებს ზემოთხსენებული სიმპტომები, გირჩევთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის ესტუმროთ ექიმს, რომ დარწმუნდეთ დიაგნოზის სისწორეში და ასევე მიიღოთ რჩევები ნევროპათოლოგისგან, პარალელურად შეგძლიათ თქვენით იმკურნალოთ სახლის პირობებშიც, ეს ორი რამ ერთმანეთ არ შეუშლის ხელს. ტრადიციული და ხალხური გზებით ოსტეოქონდროსი ერთობლივი მკურნლობა ბევრად შედეგიანი იქნება, თუმცა აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.