
ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ცუდ შედეგამდე მივყავართ არის გულმაოვიწყობა და უყურადღებობა. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც იწყებენ გიტარაზე დაკვრას, ავიწყდებათ მისი სათანადოდ შენახვა. არ შეიძლება გიტარის ყველგან დატოვება, სადაც მოგესურვებათ. გირჩევთ, რომ შეიზინოთ მისი შესანახი ფუტლიარი. მისი წყალობით გიტარა მეტად დაცული იქნება და არ დაიმტვერება.თუ თქვენ დადიხართ მუსიკალურ სკოლაში, ან ხშირად გიწევთ გიტარის გარეთ გატანა, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური უფრო მყარი ზამთრის ფუტლიარი. ის დაიცავს გიტარას დავარდნისას და სხვადასხვა მექანიკური დაზიანებისგანაც. თუ არ გაქვთ საშუალება ფუტლიარის საყიდლად, დაკიდეთ გიტარა კედელზე ლურსმანის საშუალებით, თუმცა ესეც გახსოვდეთ, რომ დიდი ხნსი განმავლობაში ასე არ შეიძლება, შესაძლოა დაზიანდეს ქვედა დეკა.