
რა თქმა უნდა, მასწავლებლები სკოლაში ცდილობენ მოახდინონ გავლენა ბავშვებზე, მიაწოდონ მათ ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ასევე არსებობს კანონი რომელიც კრძალავს არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვას, თუმცა ამით ეს პრობლემა არ გვარდება. შედეგი ამ ყველაფრის არის ძალიან მცირე. ამის მიზეზი არის შემდეგი, რიგი მცირე დწესებულებები მაინც ყიდიან თამბაქოს არასრულწლოვნებზე, ხოლო მასწავლებლების უმეტესი ნაწილი დიდი ხანია უკვე არ არის მისაბაძი ახალგაზრდა თაობისთვის.აქედან გამომდინარე არის შემდეგი დასკვნა, ერთადერთი ადამიანები ვისაც შეუძლია ბავშვზე მოახდინოს გავლენა არიან მათივე მშობლები.