
ერთ-ერთი ვარინტი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმისათვის რომ გადააჩვიოთ თქვენი შვილი მავნე ჩვევას არის წამახალისებელი სისტემა. ამ სისტემის მიხედვით ბავშვმა უნდა დაიმსახუროს კომპიუტერთან დროის გატარება, ამისათვის კი დაუსახეთ მიზნად, რომ მან უნდა დაალაგოს ოთახი, დაგეხმაროთ სახლის მოწესრიგებაში, გამოგყვეთ საყიდლებზე და ა.შ. თუ ბავშვი ახერხებსყველაფერს და დაგიმტკიცათ, რომ დახმარების გარეშე მის ასაკთან შეფარდებით შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება და პრობლემების გადაჭრა,ასევე კარგად სწავლობს და ასწრებს დავალებების მომზადებას, მაშინ მიეცით მას საშუალება გაატარს კომპიუტერთან დრო. ზემოთ აღწერილი რჩევა დაეხმარება თქვენს ბავშვს დრობით მოწყდეს ვიტუალურ სამყაროს და ყურადღება სხვა რამეებზე გადაიტანოს.