როგორ დავუბრუნდეთ სამუშაო რიტმს შვებულების შემდეგ (რეაკლიმატიზაცია) - rogor.ge

როგორ დავუბრუნდეთ სამუშაო რიტმს შვებულების შემდეგ (რეაკლიმატიზაცია)

 

იშვიათობაა სახლშიც ისევე ვიკვებებოდეთ, როგორც კურორტზე ყოფნისას. ზოგი შვებულების წინ იცავს დიეტას, ზოგი კი უბრალოდ ფორმისა და ფიგურის შესანარჩუნებლად იკვებს თავს საკვებისგან რადგან ზღვის სანაპიროზე კარგადგამოიყურებოდეს და არ შერცხვეს ზედმეტი კილოგრამების გამო. კურორტზე ჩასვლისას კი ყველა ეძალება საჭმელს, "ეს ხომ დასვენების და განტვირთვის და სიამოვნების დროა?!" ამიტომაც არ ზღუდავენ თავს. რა თქმა უნდა ეს დასვენების დღეები მალე სრულდება და დაბრუნებისას კი კუჭსაც უწევს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და კვება. კვების რაციონში ასეთი ცვლილებები იწვევს ორგანიზმის სტრესს. იცვლება მომნელებელი სისტემის მუშაობა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ეს საჭიროა პრვეი 5-6 დღე მიირთვათ მსუბუქი პროდუქტები, რომლებიც ადვილი მოსანელებელია, მაგალითად: მოხარშუი თევზი, ხილი, ბოსტნეული და ა.შ. რეკომენდირებულია ასევე დიდი რაოდენობით წყლის სმა. ეს დაეხმარება თქვენს კუჭს ადაპდაციაში.

 

ხანდახან ხდება, რომ შვებულება ზუსტად მაშინ მთავრდება როცა იცვლება სეზონი, მაგ. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში. ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმი ისედაც განიცდის ცვლილებებს, ხოლო დამატებით რეაკლიმატიზაცია უფრო ასუსტებს და ფიტავს მას, ეს ყველაფერი კი იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას. გარდა ამისა, სიტუაციას აუარესებს ამინდებისა და კლიმატის ცვლილება, რომლებიც კადრინალურად განსხვავდება იმისგან რაც იყო კურორტზე. ცხელი ზაფხულიდან უცებ ქარიან და გრილ შემოდგომაში გადანაცვლება შანსს ზრდის, რომ ადამიანი გაცივდეს და დაავადდეს. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ იქნება უადგილო თუ მიიღებთ პროფილაქტიკურ ზომებს. მირთვით ჩამი ლიმნითა და თაფლით, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი С ვიტამინი და ი სპროდუქტები რაც მას შეიცავს. ჩაიცვით ზომიერად, აგრილებისას მაშინვე ჩაიცვით თბილად, სითბოს მიჩვეული ორგანიზმი მარტივად გაცივდება თუ არ გაუფრთხილდებით თავს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომისას ამინდი ხშირად იცვლება დღის მანძილზე.

 

მიუხედავად იმისა, თუ მოახერხებთ და ჯანმრთელობას მაქსიმალურად დაიცავთ და გაუფრთხილდებით, ხასიათის ცვლილება გარანტირებული გექნებათ. ხშირ შემთხვევაში ეს ცვლილება არ არის დადებითი მხარისკენ. ზოგი ვერ ასწრებს საკმარისად დასვენებას და უკვე სამსახურში უწევს დაბრუნება, აბა ვის გაუხარდება ეს? რა თქმა უნდა არავის. ფსიქოლოგების დასკვნებით კი ფლეგმატიკებსა და მელანქოლიკებს ადგილის ცვლილება ბევრად მეტად თრგუნავს ვიდრე სხვებს, ვინც არიან ბევრად აქტიურები მაგალითად სანგივნიკები და ჰოლერიკები, ისინი უფრო მარტივად უბრუნდებიან ძველ სამუშაო რეჟიმს. იმისათვის, რომ ძალიან არ გაგიჭირდეთ სამსახურში დაბრუნება გამოყავით ადაპტაციისთვის 3 დღე მაინც. ამ დღეების მანძილზე შეეცადეთ არ იფიქროთ ერთბაშად დაგროვებულ საქმეებსა და არ გადაიტვირთოთ ძალიან. გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ბუნებრივი ანტიდეპრესანტები, მაგალითად ბანანი, შოკოლადი. ასევე ძლაიან კარგია ჩირი და ისეთი საკვები რომელიც შეიცავს მაგნიუმს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი, მოემზადეთ სამსახურისთვის მენტალურადაც. ყველა საქმეს აქვს თავისი საინტერესო და საყვარელი ნაწილი შეეცადეთ მასზე მოახდინოთ კონცენტრირება. თუ შეცვლით უარყოფით დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ გაგიმათივდებათ ხელახალი ადაპტაცია.