როგორ დავისვენოთ ვარჯიშის შემდეგ - rogor.ge

როგორ დავისვენოთ ვარჯიშის შემდეგ

 

პირველ წესად, რა თქმა უნდა მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ამ პროცედურის წყალობით გაუჯობესდება სისხლის მიწოდება მთელ სხეულში. შხაპის შემდეგ ასევე გაქრება დაძაბულობა და სიმძიმე კუნთებზე. გარდა ამის სისუფთავეს შეინარჩუნებთ და კარგ ხასიათს. არ დაგავიწყდეთ სპორტული ტანისამოსისა და სავარჯიშო ელასტიკების შეძენა. ასევე სპორტული აქსესუარები, სავარჯიშო კომპლექტი, კომბინიზონი და push-up (ფუშ აფ) ელასტიკი

 

გაიკეთეთ მსუბუქი მომადუნებელი კუნთების მასაჟი თქვენ თვითონ. მისი წყალობით კუნთები მალევე მოახდენენ არღდგენას და დაღლილობაც ჩვეულზე ბევრად მალე გადაგივლით. ვარჯიშის შემდგომი დისკომფირტიც შემცირდება

 

აღადგინეთ ორგანიზმში სითხის მარაგი, რომელიც დაკარგეთ ვარჯიშის დროს. აუცილებლად ვარჯიშის შემდეგ დალიეთ წყალი. კარგია თუ წყალი იქნება მინერალური და მაქსიმალურად სუფთა, რადგან ამ დროს ორგანიზმი მაშინვე იწყებს მის შეთვისებას. წყალი ენერგიის აღდგენის მნიშვნელოვანი ფაქტორია .

 

მიიღეთ საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს, შაქარს, ცილებს, ეს დაგეხმარებათ, რომ უცბად მოახდინოთ ენერგიის აღდგენა. მთავარია, რომ არ მიიღოთ ზედმეტი რაოდენობის შაქარი და ძალიან ხშირად. აკონტროლეთ, რომ ზღვრული რაოდენობით მიიღოთ და ისიც მხოლოდ დაკარგული ენერგიის აღსადგენად. ძალიან რაციონალური და სასარგებლოა ვარჯიშის შემდეგ მიირთვათ მოხარშული ქათმის მკერდი, ასევე მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა რძე.

 

დღე-ღამეში იძინეთ 7-8 საათი. ეს დაგეხამრებათ მალე მიაღწიოთ სასურველ ფორმას და იყოთ ენერგიაზე მთელი დღე. ძილის დროს ხდება ცილების სინთეზი, ასევე ძილის დროს წარმოიქმნება ზრდის ჰორმონი ხოლო ორგანიზმი იტენება ენერგიით და ძალით. აქედან გამომდინარე, ძილის მოკლებით თქვენ იკლებთ ყველაფერ ზემოაღნიშნულს.

 

მიეცით კუნთებს დასვენების დროს, როგორც წესი, ერთ ვარჯიშზე რომელიმე კონკრეტული კუნთ(ებ)ის დატვირთვის დღეა. იხელმძღვანელეთ ამ სისტემით, ხოლო შემდეგ ვარჯიშზე გადადით სხვა კუნთებზე, რომელიც წინა ვარჯიშებზე დატვირთეთ. მაგ კარიოს შემდეგ გააკეთეთ მკერდის ვარჯიშები და ა.შ.

 

ყოველი ვარჯიშის შემდეგ გააკეთეთ გაწელვა, მისი დახმარებით კუნთები არ გაცივდეა და იქნებიან ნორმალურ მდგომაროებაში. გაწელვის ვარჯიშები ამცირებენ რძემჟავის რაოდენობას, რომელიც წამოიქმნება კუნთის დაჭიმვის დროს, რაც იწვევს დისკომფორთს და ცოტა ტკივილს.

 

ესტუმრეთ საუნას. ცხელი ორთქლი ადუნებს და ამშვიდებს სახსრებსა და კუნთებს, ასევე იწმინდება კანი. ორგანიზმიდან გამოდის შლაკები და ტოქსინები. პროცედურის დროს დალიეთ სუფთა წყალი რაც შეიძლება ბევრი, რომ არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია.

 

იცურავეთ აუზში, თუ გრძნობთ, რომ კუნთები გამაგრებული გაქვთ. წყლის წინაღობის გამო და დამატებითი დატვირთვისას კუნთები იჭიმება და ამავდროულად ხდება ერთგვარი მასაჟი რაც დადებითად იმოქმედებს თქვენზე.