
პირველ რიგში, გააცნობიერეთ შინაგანად და აუხსენით საკუთარ თავს, რომ უარის თქმა რამის გაკეთება შესრულებაზე არის დამოკიდებული თქვენ ნება-სურვილზე. მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით,როგორ საზოგადოებაში ხართ და რაც ხდება ირგვლივ, თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება იმოქმედოთ ისე, როგორც თავად თვლით საჭიროდ. არ არის სამარცხვინო გქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და სურვილები, ხოლო თქვენი ქმედებები იყოს მოტივირებული მათ მისაღწევად. ნორმალური და შეგნებული ხალხი პირიქით დააფასებს მაგას, ასე წონაც მეტი გექნებათ საზოგადოებაში. უარის თქმის დროს, ნუ იფიქრებთ რომ ხართ ეგოისტი.