
სასარგებლო კრიტიკას ეწოდება კონსტრუქტიული კრიტიკა. როგორც წესი მას მიმართავენ მხოლოდ მაშინ როცა არსებობს მხოლოდ კეთილი მიზნები და განზრახვები. ასეთი კრიტიკის მოსმენისას ხშირად შეიძლება საკუთარი ნაკლის და შეცდომების აღმოჩენა და თვითგანვითრების დაჩქარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა არანაირად არ არის სასიამოვნო როცა თქვენს მისამართით მოდის კრიტიკა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს ეხება არა მთლიანად თქვენს პიროვნებას, თქვენს ხასითს და საქმიანობას, არამედ მის რაღაც კონკრეტულ ნაწილებსა და ასპექტებს. ასეთ დროს უმჯობესია მიიღოთ კრიტიკა, დაიანხოთ შეცდომა და აღიაროთ, ხოლო მცირე დროში მოახერხოთ მისი გამოსწორება, მთელი კრიტიკის აზრი და შინარსი და მიზანი თუ ეს არის პრობლემაც მოგვარდება.