როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნაყინი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნაყინი სახლის პირობებში

 

მომზადება: აიღეთ ბლენდერი, მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი რაც არის საჭირო: 2 ჭიქა მარწყვი, ნატურალური იოგურტი, ცხიმიანი ნაღები, შაქარი, ლიმნის წვენი, დარიჩინი (ოდნავ) და აურიეთ ერთმანეთში.

 

მიღებული ნარევი ბლენდერიდან გადაიტანეთ სხვა მოცულობაში, რომლითაც შეძლებთ მის გაყინვას და2 საათის განმავლობაში მოათავსეთ ის საყინულეში სანამ ნაწილობრივ მაინც კარგად არ გაიყინება.

 

2 საათის გასვლის შემდეგ ნაყინი უნდა იყოს გაყინული გვერდებზე და ასევე შიგნით. გაყინული ადგილები მოაჭერით ნაყინს ბლენდერის საშუალებით ისევ ათქვიფეთ.

 

ათქფევის მერე კვლავ მოათავსეთ მასა საყინულეში ისევ 2 საათით. ამჯერად საჭირო დროის გასვლის შემდეგ ნაყინი მზად იქნება მოხმარებისთვის. შეგიძლიათ ის გემრიელად დააგემოვნოთ ზაფხულის ცხელ დღეებში. ამ გემრიელი რეცეპტით ნაყინის მომზადება უკვე დღესვე შეგიძლიათ, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც !