როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, მოდელი კრისტი ბრინკლის რჩევები - rogor.ge

როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, მოდელი კრისტი ბრინკლის რჩევები

 

არ იფიქროთ ასაკზე ასაკს არ უნდა ქონდეს კავშირი იმასთან, თუ როგორ გრძნობთ თქვენ თავს. არ მიაქციოთ ყურადღება ციფრებს.

 

გაატარეთ მეტი დრო ბავშვებთან ამ ქალმა მოახერხა კარიერისა და ოჯახური ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება. თუმცა კრისტი, ყოველთვის უფრო წინ აყენებდა ოჯახს. ის აკეთებდა ყველაფერს, რომ ყოფილიყო ოჯახის წევრებთან ერთად.

 

სპორტი ესაა ცხოვრება სპორტი კრისტისთვის ერთგვარი ვნებაა. ვარჯიშის შემდეგ ის გრძნობს ენერგიის მოზღვავებას, რაც აისახება ჯანმრთელობაზე. ყოველღიურად ის აკეთებს 100 აზიდვას, დაკავებულია ფიტნესითა და იოგით, ასევე ხშირად დარბის დილაობით. ასევე მოდელს ხიბლავს სპორტის ექსტრემალური სახეები, რომლით დაინტერესაბასაც ბევრი ახალგაზრდაც კი ვერ ბედავს.

 

თუ ძალიან გინდა, ესეიგი შეიძლება კრისტი, არის ვეგეტარიანელი. მის რაციონში 30 წლის შესრულების შემდეგ შედის მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, ასევე რძის ნაწარმი. შესაძლოა ამაშიცაა მისი სილამაზისა და ახლაგაზრდობის ფორმულა. თუმცა ბრინკლი ფიქრობს, რომ არ ღირს საკუთარი თავის ძალიან შეზღუდვა. მან აღიარა, რომ უყვარს მაკარონი და ზღვის პროდუქტები, ხადახან ის მათ მიირთევს ხოლმე.

 

არ მიაქციოთ ყურადღება ტანსაცმლის ზომას კრისტი ამბობს, რომ მისი წონა არასტაბილურია. მის გარდერობში არის შარვლები 40 იდან 44 ზომამდე, თუმცა ამის გამო ის არასდროს ნერვიულობს. ის თვლის რომ არ არსებობენ იდეალური ქალები. საჭიროა მხოლოდ ტანსაცმლის სწორად შერჩევა, ისე რომ მან მაქსიმალურად დაფაროს ნაკლები და წარმოაჩინოს უპირატესობები.

 

ჩაიცვით შესაბამისად კრისტის აქვს შესანიშნავი ფიგურა, თუმცა ის ზედმეტად გამომწვევად არ იცმევს. ის თვლის, რომ უფროსი შვილების დედა არ უნდა იცვამდეს ვულგარული ტიპის ტანსაცმელს.