როგორ ვასწავლოთ ტვინს ბედნიერების აღქმა - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ტვინს ბედნიერების აღქმა

 

ჰარვარდის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასწავლო საგნად მოიაზრება "მეცნიერება ბედნიერების შესახებ". რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ჰარმონიის მიღწევა და შთაგონების პოვნა ცხოვრებაში. მეცნიერებმა დამტკიცეს, რომ ადამიანისთვის არც თუ ისე ბევრი რამ არის საჭირო იმისათვის, რომ თავი ბედნიერებად იგრძნოს. ასწავლეთ საკუთარ თავს ყველაფერი კარიგსა და პოზიტიურის შემჩნევა, მოძებნა და ამ ყველაფრისათვის მადლიერი ყოფნა. მხოლოდ სამი რამ, რიც გამოც იქნები მადლიერი გაგხდის შესამჩნევად ბედნიერს.

 

გახსოვდეთ ყველაფერი კარგი და პოზიტიური, სასიხარულო მოვლენები ჩაიწერეთ რეგულარულად. ძალიან სასარგებლო პრაქტიკაა, თუ ძილის წინ დაწერთ, რა მოხდა ამ დღეს სასიხარულო და რისი მადლიერი ხართ და რატომ. მოხუცებს შედარებით ადვილად ავიწყდებათ ნეგატიური და ცუდი ინფორმაცია, ამიტომაც არის, რომ ადამიანები ასაკში, ბევრად ბრძენები და ჰარმონიულები არიან. თუ გჩვევიათ ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა და გაზვიადება, თქვენ დაგეხმარებათ ტექნიკა რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის შედარებას სხვებთან. თუ მთელი ცხოვრება გაჯერებდნენ, რომ შეჯიბრი და შედარება ცუდია, ნუ აღელდები, მთავარია სწორად მოახდინოთ შედარება იმ ადამიანებთან, ვისი ბედი და ცხოვრება ბევრად უარესად წარიმართა ვიდრე თქვენი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაძლიერდეთ მეტად, გაანალიზოთ, რომ რამდენ ადამიანთან შედარებთ თქვენ ბევრ რამეში გაგიმართლათ, მეტს მიაღწიეთ, რომ უფრო მეტის შექმნა და გაკეთება შეგიძლიათ, ეს გაგაძლიერებთ და მოტივაციას მოგცემთ.

 

ხანდახან ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც უკეთესი იყო არ მომხდარიყო. თუ გაწუხებთ წარსულის მოგონებები და თვლით თავს წარუმატებლად და "ლუზერად", ესეიგი რაღაც არ წავიდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ამიტომ სჯობს გაანალიზოთ ყველაფერი თავიდან. გაიხსენეთ ისტორია და აზრობრივად მოიგონეთ უკეთესი სცენარი როგორ გერჩივნათ ყველაფერი მომხდარიყო. ძალიან მალე, ის ტრამვა რომელიც იწვევს მტკივნეულ მოგონებებს და განცდებს დაიწყებს გაქრობას. სცადეთ, რატომაც არა? განეწყვეთ უკეთესისკენ, იყავით ოპტიმისტები! იყოთ ბედნიერები, თუ მუდამ წუხდეთ სხვადასხვა თემებზე - არჩევანი თქვენს ხელთაა !