როგორ მოვაშოროთ პლასტმასის უსიამოვნო სუნი ელექტრო-ჩაიდანს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ პლასტმასის უსიამოვნო სუნი ელექტრო-ჩაიდანს

 

ლიმნის წვენი პროცედურის განსახორციელებლად აიღეთ 3 ცალი მოზრდილი ლიმონი და სრულად გამოწურეთ მისგან წვენი. ჩაასხეთ სითხე ელექტრო-ჩაიდანში და დაამატეთ წყალი მითითებულ დონემდე (მაქსიმუმამდე) და აადუღეთ. დატოვეთ ყველაფერი როგორც არის 12 საათით, სასურველია პროცედურა გააკეთოთ ღამით. დროის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ აადუღეთ სითხე, შემდეთ კი გადაღვარეთ და კარგად გამორეცხეთ სუფთა წყლით. თუ კიდევ იგრძნობთ პლასტმასის სუნს ან გემოს გაიმეორეთ ლიმნის პროცედურა კვლავ. თუ არ გაქვთ ლიმონი და ვერ შოულობთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმნის მჟავა. შეიძინეთ 2 პაკეტი, თითო 25 გრ. ეფექტი იქნება ანალოგიური.

 

ძმარი და ძმრის ესენცია პლასტმასის უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ 9% იანი ძმარი. ჩაასხით ის 0.5 იან ჭიქაში და შემდეგ პრობლემატურ ჩაიდანში. დაამატეთ წყალი და გააცხელეთ. ყურადღება მიაქციეთ რომ ის არ ადუღდეს ! სანამ დუღილამდე მივა გათიშეთ, ხოლო როცა გაცივდება კვლავ გაათბეთ. ეს ქმედება გაიმეორეთ 3 ჯერ. ბოლო ცდის შემდეგ გადაღვარეთ სითხე და კარგად გამორეცხეთ წყლით. ძმრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 კოვზი ძმრის 70% იანი ესენცია..

 

სოდა ჩაიდანი გაავსეთ წყლით მაქსიმალურ ნიშნულამდე. ჩაყარეთ მასში 3 სუფრის კოვზი ძმარი. აადუღეთ მიღებული ხსნარი და დატოვეთ 12 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ხსნარი კვლავ აადუღეთ. მეორედ ადუღების შემდეგ გადაღვარეთ სითხე და კარგად გარეცხეთ ელექტრო-ჩაიდანი. აუცილებლობის შემთხვევაში, პროცესი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

 

სპრაიტი თუ კოკა-კოლა ჩაიდნებს და სხვადასხვა ნივთებს ათავისუფლებს ნადებისგან, მაშინ სპრაიტი ეხმარება ტექნიკას უსიამოვნო პლასტმასის სუნისგან გათავისუფლებაში. თუ არ გეშინიათ ექსპერიმენტების, მაშინ შუშხუნა სასმელი ჩაასხით ჩაიდანში და აადუღეთ ერთხელ. გამორეცხეთ და დატკბით თქვენი საყვარელი სასმელების სასიამოვნო არომატით.