
იმისათვის, რომ გულის ფორმა მიიღოთ, დაგჭირდებათ რამე ფორმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი გასაბერი ბუშტები.საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ბუშტის შოვნა. ასეთ დროს ხელნაკეთი გამოდის იდეალური ფორმის. თუ ვერ მოახერხეთ გულის ფორმის ბუშტის შოვნა, გული არ დაიწყვითოთ, გამოდგება ჩვეულებრივიც, 2 ცალი. საჭიროა მათი ოდნავ დაბერვა (ბუშტების მოცულობაზეა დამოკიდებული გულის ზომა) და გაერთიანება. დაბოლოებები გადაუაბით ერთმანეთს.