
გაანალიზეთ თქვენი ურთიერთობები. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიგოთ დაშორების მიზეზები და გამოყოთ ყველაზე მთავარი. გაიხსენეთ თქვენი ქცევები და დამოკიდებულებები, რაში იყავით მართალი და რაში არა. აუცილებლად იყავით ობიექტურები. თუ დაშორების მიზეზი თქვენშია - გამოუტყდით თავს და არ დაიბნეთ! ახალი ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილად ახალი, რაც გულისმობს, რომ არ უნდა იყოს წარსული წყენის გახსენება, გაუგებრობები და უპატივცემულობა.