თაროებად განაწილება
მაცივარში პროდუქტების შენახვის ერთერთი ყველაზე მთავარი პრინციპი - მათი სხვადასხვა დონეზე სწორი განლაგებაა, რომელთაგანაც თითოეულს აქვს თავისი ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე მაღლა, როგორც წესი, ინახება ყველა რძის პროდუქტი. ყველაზე დაბალ, ყველაზე ცივ თაროებზე მოსახერხებელია ხორცისა და თევზის, ხოლო სპეციალურ მოძრავ ყუთებში კი ხილისა და ბოსტნეულის შენახვა.