
პირველ რიგში დაიწყეთ უკაბელო კავშირიდან Беспроводные сети, იგივე wireless and networks. შეამოწმეთ ჩართულია თუ არა ისეთი მოწყობილობები როგორიც არის Wi-Fi,Bluetooth ან GPRS. ყველაზე მეტად ისინი მოიხმარენ ენერგიას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოცემულ მომენტში არ გჭირდებათ მათი გამოყენება, გათიშეთ ისინი. ბევრს მუდმიად ჩართული აქვს Bluetooth, მისი ჩართვა კი რეკომენდებულია მხოლოდ საჭიროების დროს, როცა აპირებთ მონაცემების ფაილების, სურათების ან მუსიკის გადატანას. თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ არის ინტერნეტი და Wi-Fi, ის უნდა გათიშოთ, რადგან მოწყობილობა მუდმივად ეძებს შესაძლო წყაროს რომ დაუკავშირდეს მას, ეს კი ელემენტს უმცირებს სიცოცხლის განგრძლივობას. ასევე თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ იჭერს 3G, გადაიყვანეთ სისტემა 2G-ზე.