შიპირებული რეზინის საბურავი
- იქმნება მაქსიმალური მოჭდულობა მოცურებად გზაზე, გსანსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
- ოპტიმალური ვარიანტად ითვლება კვადრატის ფორმის შიპის გამოყენება - გზის საფართან დამატებითი კონტაქტი აქვს.
- "შიპოვკა" სამუხრუჭე სისტემის დანამატია, ის მას ხდის უფრო ეფექტურს და საიმედოს.
- არ არის რეკომენდირებული "შიპოვკის" საკუთარი ხელით გაკეთება, რადგან ასეთ დროს მანქანა შესაძლოა უმართავი გახდეს (რთულად განსაზღვრელი ხდება მანევრი). ეს საქმე უნდა გააკეთოს სპეციალისტმა.
- შიპები ძალიან მალე იცვითება.
- ზიანდება სავალი გზის ზედაპირი.
არა შიპირებული ზამთრის რეზინის საბურავი.
- გამოიყენება დათოვლილ რაიონებში. ქალაქგარეთ სოფლის ტიპის დასახლებებში. ასევე თოვლისგან გასუფთავებულ ადგილებში სადაც არ არის ლიპი.
- ბევრად ეფექტურია აჩქარებისას და დამუხრუჭებისასაც.
- ჩაღრმავებები და ამაღლებები პროტეკტორზე როგორც წესი გვაგონებს ჭადრაკის დაფას.
ზემოთ აღწერილი ინფორმაციის საფუძლეზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება. ასევე იხილეთ ზოგადი რეკომენდაციები, რაც დაგეხმარებათ ზამთრის საბურავების შერჩევაში.
- ზამთრის საბურავებზე გადასვლა ღირს იმ პირობებში როცა არის +7 გრადუს ცელსიუსზე დაბალი ტემპერატურა.
- ზამთრის საბურავების გამოცვლა რეკომენდირებულია 3 წელიწადში ერთხელ, ან მაშინ როცა პროტეკტორის სისქე არის 4მმ ზე ნაკლები.
- საბურავის სიგანე არ უნდა იყოს დიდი, ხოლო სიმაღლე სასურველია მეტი ქონდეს.
- ზამთრის საბურავების დაყენების შემთხვევაში, 4-ივე საბურავი უნდა იყოს მსგავსი, ანუ ის ყენდება ოთხივე ბორბალზე.
- ფრთხილი მოძრაობა საბურავებს უხანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას.
- სასურვლია თუ ცნობილ და გავლენიანი მწარმოებლების საბურავებს მიანიჭებთ უპირატესობას როგორიცაა, Pirelli, Michelen, Bridgestone, და სხვები.
- შეგიძლიათ დამატებითი რჩევა თქვენთის ნაცნობ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს ჰკითხოთ, რადგან საბურავების საიმედოობა მნიშვნელოვანია წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით კი ზამთრისა და უამინდობის დროს.