როგორ მოვიქცეთ როცა გვიჭირს სუნთქვა
პასუხი კითხვაზე "როგორ მოვიქცეთ სუნთქვასთან დაკავშრებული პრობლემებისას?" დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის სუნთქვის პროცესის დარღვევის გამომწვევი მიზეზი. პირველ გამომწვევ მიზეზებად შეიძება ჩამოითვალოს შემდეგი ფაქტორები: ფიზიკური დატვირთვა. როცა კუნთები იტვირტება საჭიროა მათი ჟანგბადის მომარაგების გაზრდა, სასუნთქი სისტემა კი ყოველთვის ვერ ახერხებს ამ მოვალეობას სათანადოდ გაართვას თავი. ასეთი გულის აჩქარება მალევე გადის. როგორც წესი არასაკმარისი ფიზიკური მომზადება და უვარჯიშებლობა ხდება მისი გამომწვევი მიზეზი. ასევე ზეტმეტი წონა. თუ შეატყვეთ, რომ გული აგიჩქარდათ, გიჭირთ სუნთქვა, რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ შეეცადეთ ღრმად ჩაისუნთქთ რამდენედანაც შეძლებთ, მაგრამ ნელა ამოისუნთქოთ. დაჯექით და დაისვენეთ. სუნთქვის ეს ვარჯიში გაიმეორეთ რამდენჯერმე.
სხვადასხვა ნერვული მიზეზები და სტრესი იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს, ეს კი თავის მხირვ ხელს უშლის ჟანგბადის მიწოდებას, თავი რომ დააღწიოთ სპაზმს საჭიროა ისუნთქოთ ღრმად (მუცლით) დალიოთ დამამშვიდებელი (ვალერიანი, კორვალოლი და სხვა.)
ქრონიკული დაღლილობა შესაძლოა ანემიის ნიშანი იყოს, ამ დროს სისხლი სრულად არ ივსება ჟანგბადით, შესაბამისად სუნთქვა არის გართულებული. დაავადების ნიშნებია: დაღლილობა დილიდანვე, სიფერმკთალე. ასეთ დროს გირჩევთ აუცილებლად გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი.
ბრონქიალური ასთმა თავს ივლენს მოკლე ზედაპირული ჩასუნთქვით ა გრძელი ამოსუნთქვით, მას თან ახლავს ასევე ხროტინი (ქოშინი). აცილებელია ალერგენის დადგენა, აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ ალერგოლოგთან და დაადგინოთ მიზეზი.
ტვინის სისხლძარღვული სპაზმი იწვევს სუნთქვის დინამიკის დარღვევას და მას თან ახლავს თავის ტკივილები. ასეთი სიმპტომებია ასევე მძიმედ გადატანილი გრიპისა ან ტრამვის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც გჭირდებათ ექიმის კონსულტაცია, ამჯერად ნევროპათოლოგის.
ზოგადად ფილტვების დაავადებებისთვის არის თანმდევი სუნთქვის დარღვევა, ასევე ქრონიკული ხველა, ტემპერატურის მომატება საღამოობით > 37,2-37,5 გრადუსის ფარგლებში. ასეთი შემთხვევების დროს დაგჭირდება ვიზიტი ექიმ პულმოლოგთან და მისი კონსულტაცია.
გულის უკმარისობისას არის დამახასიათებელი ხშირი სუნთქვა, გართულებული ჩასუნთქვა და ამსუნთქვაც. აუცილებელია კარდიოლოგთან ვიზიტი. თუ ეჭვობთ, რომ სტენოკარდიული შეტევა გაქვთ, ენის ქვეშ მოათავსეთ ვალიდოლის ან ნიტროგლიცერნის აბი(ტაბლეტი).