როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი მახასიათებლების მიხედვით - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი მახასიათებლების მიხედვით

 

Wi-Fi როუტერის არჩევისას ყველაზე მთავარია მიერთების ტიპი იცოდეთ რომლის გამოყენებასაც აპირებთ. ჩვენს დროს არსებობს 2 ძირითადი ტიპი კაბელით მიერთების, ესენია DSL და LAN. DSL არხი იყენებს ტელეფონის ხაზსს ინტერნეტში შესასვლელად. როგორც წესი ასეთ ინტერნეტს აყენებენ ისეთ ადგილებში სადაც არ არის შესაძლებლობა უფრო ფართო გამტარიანი ქსელების დაყენების. უფრო გავრცელებულია LAN კავშირი. გარდა ამისა Wi-Fi როუტერის დაყენება შეიძლება სვადასხვა 3G მოდემებთან სამუშაოდ.

 

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს შერეული ტიპის Wi-Fi- როუტერებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ნიმუშს წარმაოდგენს Zyxel keenetic 4G. მოცემულ მოდელს აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს ფართოხაზოვან წვდომას LAN და USB მოდემებზე. გარდა ამისა, მოცემულ როუტერს აქვს 4G სტანდარტის მხარდაჭერაც.

 

შემდეგ მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება LAN პორტების რაოდენობა. მასზე პირდაპირ არის დამოკიდებული რამდენ სტაციონარული კომპიუტერის ჩართვას შეძლებთ Wi-Fi როუტერზე. უმეტესს მოწყობილობების LAN პორტების რაოდენობა მერყეობს 4-5 შორის. ასევე შესაძლებელია შეხვდეთ მოდელებს 2 პორტით.მაგალითისთვის თუ თქვენ გსურთ 2 კომპიუტერისა და 1 ტელევიზორის მიერთება კაბელის საშუალებით,2 LAN პორტის მქონე როუტერი არ გამოგადგებათ.

 

გადაცემი სიხშირე ითვლება არანაკლებ მნიშვნელოვან პარამეტრად. აქვე გაფრთხილებთ, რომ ანტენების რაოდენობა არ მოქმედებს დაჭერის რადიუსის გაზრდაზე ანუ სიგნალის სიმძლავრეზე. აქ მახასიათებელი როგორც წესი მწარმოებლის მიერ არის მითითებული და იზომება dBi-ში. შეარჩიეთ მძლავრი სიგნალის როუტერი, თუ აპირებით მის გამოყენებას დიდ შენობაში, მაგ: კოტეჯები.

 

გახსოვდეთ, რომ ანტენების რაოდენობა მოქმედებს ინფორმაციის მიღება/გადაცემის სიჩქარეზე. თუ თქვენ დააპირებთ ერთდრულად ბევრი მოწყობლობის მიერთებას Wi-Fi როუტერზე უკაბელო კავშირით, მაშინ გირჩევთ ორი ან სამ ანტენიანი როუტერის დაყენებას.

 

Wi-Fi როუტერების გარკვეული მოდელები გარდა იმისა რომ გასცემენ სიგნალს, იღებენ კიდეც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიუერთოთ როუტერი უკვე დაყენებულ სხვა Wi-Fi ქსელს და გააფართოვოთ დაჭერის სიხშირე, ასევე მიაღებინოთ სიგნლი Wi-Fi სიგნალით და კაბელი გადასცეთ კომპიუტერს, ტელევიზორს ან სხვა მოწყობილობას. ამ ტექნოლოგიის სახელია WISP. უფრო თანამედროვე და განვითარებული მოდელები, მაგალითად Asus WL-320gE-ს შეუძლია ერთდროულად მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, ანუ იმუშავოს რეპიტერის რეჟიმში.