როგორ მოვამზადოთ სოკოს წვნიანი
ხახვი გაარჩიეთ, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და გახეხეთ. სოკო გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. მწვანილები, ნიორი და მწვანე წიწაკა დაჭერით წვრილად.
სქელ ძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაში გაადნეთ კარაქი. ცხელ კარაქში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო, ჩაყარეთ ქვაბში და მოთუშეთ.