
თერმოლენტა წარმოადგენს ცილინდრს, თერმოსტატიკური პლასტმასისგან. ის არის ფიუზერის (გამაცხელებლის) მნიშვნელოვანი ნაწილი. რისთვის არის საჭირო გამაცხელებელი ლაზერულ პრინტერში? ქაღალდი რომელიც ხვდება პრინტერში ის მიემართება ლაზერული კარტრიჯისკენ. მასში ფოტობარაბნის და ტონერის წყალობით გადაიტანება გამოსახულება, რომელიც არის ფორმირებული ლაზერული სხივით. უარყოფითად დამუხტული ტონერი ეწებება ქაღალდს რომელიც არის დამუხტული დადებითად. ქაღალდზე მიღებული ფოტოგამოსახულება გადის ბოლო სტადიას - თერმომიმაგრებას. ამ ოპერაციისას ქაღალდი გაივლის გამაცხელებელს. გამაცხელებელი ელემენტი ახურებს ტონერს ქაღალდზე 100-200 გრადუსამდე. ამის შემდეგ ქაღალი რეზინის ლენტის დახმარებით გამოდის გარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ბეჭდვა დასრულებულია. თერმოლენტა საჭიროა გადახურებისგან დასაცავად, როცა ხდება გახურება.