როგორ დავადგინოთ წყლის ხარისხი - rogor.ge

როგორ დავადგინოთ წყლის ხარისხი

 

ყველაზე ბუნებრივი საშუალება წყლის ხარისხის დასადგენად - ეს არის გემოთი შეგრძნება, ვიზუალური და ყნოსვითი. თუ წყალი გამჭვირვალეა, სუნი არ აქვს, ასევე არაფერი დაცურავს შიგნით, ასევე გემოც არ აქვს შეცვლილი, არ აქვს სხვა რამის გემო შეზავებული, ამით მიხვდებით რომ წყალი გამოსადეგია დასალევად.მდინარეები ასეთი წყლით, როგორც წესი მოიპოვა სუფთა სათავეებზე, ეკოლოგიურად სუფთა ზონებში. მაგრამ სამწუხაროდ ყველასარ აქვს იმის საშუალება ასეთი ადგილებიდან აიღოს წყალი.

 

ყველანაირი წყლის მაშინვე გემოთი გასინჯა რა თქმა უნდა არ ღირს.უცნობი წარმომავლობის წყლის ხარისხის დასადგენად, შესაძლოა გამოგადგეთ შემდეგი ხერხი. გამოიყენეთ გამჭვირვალე ჭურჭელი არანაკლებ 3-5ლ ტევადობის, ჩაასხით მასში წყალი და დატოვეთ 4-5 დღით, თავზე დაახურეთ საფარი, რათა მტვერი და ჭუჭყი არ მოხვდეს მასში. დროის გასვლის შემდეგ აიღეთ ჭურჭელი და შუქზე შეხედეთ, თუ წყალმა შეიცვალა ოდნავ მაინც ფერი, ან გაიკეთება ნათები, ესეიგი წყალი შეიცავს ჯანმრთელობისთვის არცთუ სასრგებლო ნივთიერებებს. ნალექი - ეს არის ბუნებრივი წარმოამვლობის ჭუჭყი. მომწვანო ნადები - ეს არის უმარტივესი წყლის მცენარების არსებობის დამდასტურებელი. მცირე ცელოფნისავით ნადები - ეს არის ქიმიური ან ორგანული დაბინძურების მანიშნებელი.

 

კიდევ ერთი ხერხი - აადუღეთ წყალი. ნიშნები იგივეა: ნაცრისფერი ან შავი ნალექი ფსკერზე (შესაძლოა იყოს ღია ყვითელი ან მოთეთრო, ეს ნიშნავს რომ წყალში არის მომატებული რაოდენობა მარილ-ოქსიდების, ალცის, ესეიგი წყალი ხისტია, თუმცა შესაძლოა გამოდგეს დასალევად.) ასევე მუქი, ჭუჭყისებრი ნადები, ჭურჭლის კიდეებზე (სავარაუდოდ ეს ნიშანია რკინის დიდი შემცველობის, ან ტორფის.) ადუღების შემდეგ ასეთი წყალი ნაკლებად საშიშია მოხმარებისთვის, თუმცა ექნება არასასიამოვნო გემო და სუნი, ასევე მუქი ფერი.

 

თუ დროში არ ხართ შეზღუდული, უმჯობესია გააკეთოთ წყლის ქიმიო-ბიოლოგიური ანალიზი. ეს პროცედურა რა თქმა უნდა ფასიანია, თუმცა საიმედო. არსებობს დაწესებულებები რომლებიც ამდაგვარი ტიპის ანალიზებს აკეთებენ. შეავსეთ წყალი და მიმართეთ ასეთ კომპანიებს. რამდენიმე დღეშ თქვენ გექნებათ როგორც ქიმიურ-ბიოლოგიური ასევე ბაქტერიოლოიგიური ანალიზი .

 

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი წყლის საიმედოობასთან დაკავშირებით, გირჩევთ თავი შეიკავოთ მისი მიღებისგან და დროებით, სანამ ზუსტი პასუხი არ გექნებათ შეიძინოთ ბოთლის მინერალური წყალი. თუმცა მუდმივად ასეთი წყლის დალევა, დღევანდელ დღეს არცთუ იაფი სიამოვნებაა.